როგორ გამოიყურებოდა მაკა ჩიჩუა ყირგიზეთის პრეზიდენტის ოფიციალურ დახვედრაზე

როგორ გამოიყურებოდა მაკა ჩიჩუა ყირგიზეთის პრეზიდენტის ოფიციალურ დახვედრაზე

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის პრეზიდენტი სტუმრობდა. პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს და პირველ ლედის რაისა ატამბაევას ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლეს.

მაკა ჩიჩუა ტრადიციულად ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა. ამჯერად, პირველმა ლედიმ არჩევანი არა მკვეთრ, არამედ ჰაეროვან ფერებზე გააკეთა - ცისფერისა და რძისფერის კომბინაციაზე. ბლუზასა და ქვედაბოლოს მაკა ჩიჩუამ ორნამენტებიანი მოსასხამი შეუხამა.

ცოტა ხნის წინ, მაკა ჩიჩუამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტანსაცმლის ფერებს საგანგებოდ არჩევს შეხვედრებისთვის: "პროტოკოლი ფერებშიც არის. საღამოზე, წვეულებაზე ყველგან თავისი ფერია, იქ შეგიძლია პატარა "იმაიმუნო".

ასევე წაიკითხეთ; რომის პაპის დახვედრაზე პირველი ლედის ჩაცმულობამ "ფეისბუქზე" ფურორი გამოიწვია

მაგრამ არის გარკვეული ჩარჩოები, რასაც უნდა გაუწიო ანგარიში და გაყვე იმ ხაზს. თუ ხარ შემოქმედებითი პიროვნება, მაშინ გამოდის ძალიან საინტერესო. არასდროს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს, არ მქონდა ამის შესაძლებლობა. ყოველთვის შეიძლება ისეთი რაღაცის პოვნა, რომ შენ შექმნა ბრენდი", - განაცხადა პირველმა ლედიმ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი