"მოვძებნი ვინც ეს გაავრცელა და პასუხს გავცემ" - რას ამბობს გოგონა, რომლის გადაღებულმა ვიდეომ "ფეისბუქი" აღაშფოთა

"მოვძებნი ვინც ეს გაავრცელა და პასუხს გავცემ" - რას ამბობს გოგონა, რომლის გადაღებულმა ვიდეომ "ფეისბუქი" აღაშფოთა

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ასახულია, როგორ აწვალებს ორი ახალგაზრდა მოხუც ქალს, ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა. ვიდეო წყალტუბოს რაიონშია გადაღებული და youtube-ზე მარტშია ატვირთული. ვიდეოს მობილურით გოგონა იღებს, რომელიც როგორც გაირკვა, მოხუცის შვილიშვილია. კადრში ჩანს ასევე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულები არიან პირები, ვინც ვიდეოში ფიგურირებენ. ცნობილია, რომ გოგონა, რომელიც ვიდეოს იღებს ნონა ქუთათელაძეა. იგი პოლიციამ უკვე გამოკითხა. Ambebi.ge კომენტარისთვის ნონა ქუთათელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მცირე კომენტარი გააკეთა.

- მე რავიცი ჟურნალისტი ხარ თუ ვინ ხარ? მეც და ბებიაჩემიც წყალტუბოს პოლიციამ დაგვკითხა, გამოძიების კითხვებს პასუხი გავეცით და არანაირი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. მოვძებნი ვინც გაავრცელა ეს ვიდეო და პასუხს გავცემ. 

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ასევე ნახეთ ვიდეო: ბებოზე "კისტის თოფით" მოძალადე ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის დედა ვიდეოს გამავრცელებელს პასუხობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი