გოგონა, რომელმაც გაეროში გამოსვლით საქართველო აალაპარაკა, დაქორწინდა

გოგონა, რომელმაც გაეროში გამოსვლით საქართველო აალაპარაკა, დაქორწინდა

24 წლის თათია დოლიძე, რომელიც საქართველომ გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიცნო, დაოჯახდა. მისი რჩეული ვაკო თურნავაა. წყვილმა ოჯახის შექმნა ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად 13 ნოემბერს, ფუნიკულიორზე აღნიშნა.

თათია დოლიძე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია გაეროში. მას საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს შეძენილი. ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაეუფლა მაგისტრის ხარისხს. ამჟამად კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტში სადოქტოროს კანდიდატია და დისერტაციის დაცვისთვის ემზადება.

თათია დოლიძე ასევე მუშაობდა ევროპარლამენტში სტაჟიორად, ბრიუსელის წამყვან კვლევით ცენტრში (CEPS) კვლევით ასისტენტად და ჩეხეთში მასარიკის უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად. თათია ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი.

წაიკითხეთ: გაიცანით გოგონა, რომელიც გაერო-ს საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემებს გააცნობს

რაც შეეხება მის რჩეულს, ვაკო თურნავასაც მეუღლის მსგავსად ევროპული განათლება აქვს მიღებული, სწავლობდა ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტსა და იტალიის ბოკონის უნივერსიტეტში. ამჟამად, გადახდის აპარატების იტალიურ კომპანია PuntoPay-ში მუშაობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი