ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:07 / 05-12-2016
ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - მინისტრის რჩეულის ფოტოები
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. თეა წულუკიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქორწინების მოწმობის და მეუღლის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით - Voilà!

მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. იგი სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.

მინისტრის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.

იხილეთ ვიდეო

როგორც ამბობენ, წულუკიანი და კაკულია უკვე სამი წელია ერთად ცხოვრობენ, ურთიერთობა დღემდე არ გაუსაჯაროვებიათ, თუმცა მათ შესახებ
ჭორები პრესაში რამდენჯერმე დაიწერა.

ასევე წაიკითხეთ: რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი - სახლები საქართველოსა და საფრანგეთში და მინისტრის საყვარელი ავტომობილი

ნუგზარ კაკულია იუსტიციის სასწავლო ცენტრში თითქმის ოთხი წლის მანძილზე მუშაობდა, ჯერ დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი, ორი წლის მანძილზე დირექტორის თანამდებობაზე.

მას აქვს მენეჯერად მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება. არის მარკეტინგის ანალიტიკური მიმართულების სპეციალისტი. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში.

იხილეთ: თეა წულუკიანის და მისი მეუღლის ერთადერთი ერთობლივი ფოტო, რომელიც ინტერნეტში იძებნება

ნუგზარ კაკულია კარატისტია და საქართველოში ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის წევრია.

სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

“Voilà” - Georgia’s Justice Minister gets married
19:58 / 09-03-2017
giorgi
0
კი ბატონო, აქილიკეთ, როგორც მინისტრი და არ დაინდოთ, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ პირადი ბედნიერების ჩაშხამება რა სპორტია? ან ფიზიკური შარმის განხილვა? დავიჯერო, ყველა თქვენგანი მონიკა ბელუჩი ან ლოურენს ოლივიეა? გათხოვდა ეს ქალი და უსურვეთ ბედნიერება, ამოისუნთქეთ და განაგრძეთ მერე პოლიტიკური კრიტიკა..
15:57 / 10-01-2017
მერი
0
ჭკვიანი ქალი ყოველთვის,ჭკვიანი მამაკაცის ღირსია. იხარეთ და იბედნიერეთ ქალბატონო თეა.
მსგავსი სიახლეები
ახალშობილს მშობლებმა მარიამი (მერი) დაარქვეს
იუსტიციის მინისტრი და მისი მეუღლე ნუგზარ კაკულია პირველ შვილს ელოდებიან
სამინისტროს მათთვის სრული განაცდურის ანაზღაურება მოუწევს, რაც 100 000 ლარზე მეტს შეადგენს
საკუთარ თავზე, ინტერესებსა და ახალშექმნილ ოჯახზე მინისტრი ექსკლუზიურად OK!-თან საუბრობს
2013 წელს თეა წულუკიანმა 39 840 დოლარად შეიძინა 1 900 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში
PHOTO+VIDEO თეა წულუკიანი ერთი თვის წინ დაქორწინდა
თეა წულუკიანი 41 წლისაა, მისი რჩეული ნუგზარ კაკულია - 32 წლის
თეა წულუკიანი 41 წლისაა, მისი რჩეული ნუგზარ კაკულია - 32 წლის
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:31 / 27-06-2017  Image გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა
ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ მათ იმედი აქვთ ბრალდებული მის უდანაშაულობას დაადასტურებს
16:22 / 27-06-2017  Image სათვალის საერთაშორისო დღე და 2017 წლის მოდური სათვალეები
სათვალის მოყვარულებო, შეგიძლიათ, იზეიმოთ! დღეს თქვენი დღეა!
18:47 / 27-06-2017  Image "ყველა ელოდება თითქოს ქმარს ვეჩხუბე და გამომაგდო საქართველოში" - რატომ დაბრუნდა ნუკი კოშკელიშვილი თბილისში
"დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას საქართველოში"
19:22 / 27-06-2017  Image "თუ ოდესმე ვინმე ამ ნაწერის კითხვას შეუდგება..." - 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული მარიამ ქუთელიას ემოციური ჩანაწერები
"არ მახსოვს, როდის დავხუჭე თვალები და ორივე ხელისგულით როგორ დავიგმანე ყურები"
12:55 / 04-12-2015  Image მოდელების ფასები 2000 ევროს აღწევს - ესტონელმა დიზაინერმა საბჭოთა პლედებს ორიგინალური გამოყენება მოუძებნა
+PHOTO| ესტონელმა დიზაინერმა მარიტ ილისონმა ძველი საბჭოთა პლედებისგან
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49