თეა წულუკიანის და მისი მეუღლის ერთადერთი ერთობლივი ფოტო, რომელიც ინტერნეტში იძებნება

თეა წულუკიანის და მისი მეუღლის ერთადერთი ერთობლივი ფოტო, რომელიც ინტერნეტში იძებნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის დაქორწინების შესახებ საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. თეა წულუკიანმა დაოჯახების შესახებ ინფორმაცია გუშინ თავადვე გაავრცელა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მინისტრის მეუღლის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ინტერნეტში, ცნობილია, რომ ნუგზარ კაკულია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორია. არის მარკეტინგის ანალიტიკური მიმართულების სპეციალისტი. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში.

კაკულია კარატისტია და სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. მინისტრის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.

ასევე იხილეთ: ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - მინისტრის რჩეულის ფოტოები

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს სასწავლო ცენტრში მუშაობის დროს, კაკულია ხშირად მასპინძლობდა მინისტრს ცენტრის სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათი ერთობლივი ფოტოს პოვნა ინტერნეტში ძალიან ძნელია. ერთადერთი ფოტო, რომელზეც მინისტრი და მისი მეუღლე არიან ასახული, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ ღონისძიებაზეა გადაღებული.

“Voilà” - Georgia’s Justice Minister gets married

ქუთაისში კოვიდინფიცირებულმა ორსულმა "გოლიათი" გააჩინა

"უანგარო და კეთილშობილი კაცი ქვეყანს არ უნდა დააკლდეს" - ავარიის შედეგად დაშავებულ ექიმს საზოგადოების დახმარება ესაჭროება

თენგიზ ცერცვაძე მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის პრეზიდენტს მადლობას უხდის - "თქვენი ფაქტორი მნიშვნელოვანია გამოწვევების დაძლევაში"