15 წლის მწყემსს ოცნებები აუხდა! - ემოციური წერილი თოვლის ბაბუას და საჩუქრები კეთილი ადამიანებისგან

15 წლის მწყემსს ოცნებები აუხდა! - ემოციური წერილი თოვლის ბაბუას და საჩუქრები კეთილი ადამიანებისგან

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში ფოტო გავრცელდა, უფრო სწორად კი წერილი, სადაც 15 წლის რაგული გიგაშვილი თოვლის ბაბუას სთხოვდა, მისთვის მობილური ტელეფონი და ჰასკის ლეკვი ეჩუქებინა.

მალევე AMBEBI.GE-მ რაგულის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვა. აღმოჩნდა, რომ მეათე კლასელი რაგული ხაშურის მკვიდრია და საქონელს მწყემსავს. მან თოვლის ბაბუას წერილი პირველად დაუწერა და ეს სოფელ ცოცხნარას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ სერაფიმე გოგალაძის დახმარებით გააკეთა.

რაგულის გულისამაჩუყებელ წერილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომელთაც დახმარების სურვილი გაუჩნდათ.

ახლა რაგულის ნანატრი ტელეფონიც აქვს და ლეკვიც ჰყავს! ამის შესახებ სოციალურ ქსელში ის ადამიანები წერენ, რომლებმაც პატარა ბიჭის სურვილების ახდენაზე იზრუნეს:

"მადლობა მამა სერაფიმეს, რომლის დახმარების გარეშეც ვერავინ გაიგებდა ამ უსაყვარლესი და მშრომელი ბიჭის შესახებ, უდიდესი მადლობა მამა ბესარიონს, რომლის დახმარებითაც ადრესატამდე მივიდა ჩვენი საჩუქრები... უდიდესი მადლობა უსაყვარლესს და კეთილ გოგოს შორეს, რომელმაც წლების ოცნება აუხდინა ჩვენს რაგულის და ჰასკის ლეკვი აჩუქა...

უდიდესი მადლობა თეოს ტელეფონისთვის... უდიდესი მადლობა ყველა ჟურნალისტს და ტელევიზიას, ვინც დაინტერესდა ჩვენი რაგულის ცხოვრებით... მადლობა ჩვენს ემიგრანტებს, რომლებმაც 610-ლარიანი ტელევიზორი გამოუგზავნეს რაგულის, უდიდესი მადლობა ჩვენი სპეცრაზმის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ვინც საკმაოდ გამძლე ტელეფონი აჩუქა დღეს ჩვენს ბიჭს... და უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთი ლარი მაინც გაიმეტა ამ უსაყვარლესი ბიჭისთვის. მალე ისე გაძლიერებულიყავი რაგული, რომ უკვე შენ გაგეხარებინოს პატარები", - წერენ სოციალურ ქსელში.

PALITRATV.GE-მ ცოცხნარაში ჩააკითხა რაგულის და პირადად მისგან მოისმინა ახდენილი ოცნებების შესახებ...

გიგაშვილების ოჯახში დედა-მამა და რაგულის და-ძმა ცხოვრობენ. ორი და გათხოვილია და ოჯახს ხშირად სტუმრობენ. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ოჯახის წევრებს ღიმილი არ ავიწყდებათ. რაგული ძალიან ბედნიერია, რადგან მას ჰასკის ლეკვი მიუყვანეს, ახლა ორი ტელეფონი და ტელევიზორიც აქვს.

პრობლემა ისაა, რომ რაგულის სკოლაში მე-9 კლასის შემდეგ არ უვლია. თუმცა, თავად ამბობს, რომ ურჩევნია ოჯახის საქმეებში დაეხმაროს მშობლებს, შეშა მოიტანოს, წყლით მოამარაგოს. პატარა ასაკიდან მეზობლების საქონელს მწყემსავს და ამაში 15 ლარს უხდიან. პატარა მწყემსს ყველაზე მეტად მაშინ შეეშინდა, როცა ეგონა, რომ საქონელი დაკარგა და ისინი მგელმა შეჭამა. ნადირი კი სოფელ ცოცხნარაში იშვიათი სულაც არ არის. სწორედ ამიტომ უნდოდა ლეკვიც - გაიზრდება და მასაც და მის პირუტყვსაც დაიცავს...

რაგული შეყვარებულია 15 წლის ანიზე, რომელსაც ხშირად ვერ ნახულობს, თუმცა ახლა ტელეფონის საშუალებით შეძლებს უფრო ხშირად დაელაპარაკოს. 15 წლის მწყემსს ახლა ახალი სურვილი აქვს - უნდა ყველა ადამიანს, რომელიც მას დაეხმარა, პირადად უთხრას მადლობა...

იხილეთ მეტი PALITRATV.GE-ს სიუჟეტში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი