კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:22 / 14-12-2016
იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" დასრულდა? - დავიდე ვანონის საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტეს
ერთი თვის წინ, AMBEBI.GE-მ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც თბილისში იტალიელი ექიმის საქმიანობას ეხებოდა.

იტალიელი პროფესორი დავიდე ვანონი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს როგორც იტალიაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, თბილისში ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობდა და პაციენტებს იღებდა.

ფსიქოლოგიის პროფესორმა ვანონიმ გამოიგონა მკურნალობის მეთოდი Stamina-თერაპია, ან უბრალოდ სტამინა, რომელიც ალტერნატიული "სამედიცინო მკურნალობის" მეთოდია და იტალიაში ბოლო წლებში დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა. 2015 წლის მარტში, ტურინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანონის სამედიცინო საქმიანობა აეკრძალა, თუმცა იტალიელმა პროფესორმა ახალი ცხოვრება საქართველოს დედაქალაქში დაიწყო.

წაიკითხეთ: იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" - ვინ არის პროფესორი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს და თბილისში პაციენტებს იღებს

AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დავიდე ვანონი თავდაპირველად კლინიკა "ლანცეტში" იმყოფებოდა და ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობისთვის ფართი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ კი მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე იქირავა ფართი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ მდებარეობს.

AMBEBI.GE-ს მიმართვის საფუძველზე, საქმეში ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო, რომელმაც საკითხი შეისწავლა და ერთი თვის შემდეგ შედეგიც დადო. რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლია მელიქიძე საქმის ახალ დეტალებზე გვესაუბრება:

- შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი. მარდალეიშვილის კლინიკას ახლა "შპს ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი" ეწოდება, მას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული "bettek"-თან, რომლის წარმომადგენელია დავიდე ვანონი. მისი მონაწილეობა სამედიცინო საქმიანობაში არ ფიქსირდება. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხდება ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, ინფუზია და შეყვანა. შეყვანა ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით. იმდენად მწირი ინფორმაცია მივიღეთ შესწავლის შედეგად, ამ ეტაპზე ვერ ვიმსჯელებთ ამ მეთოდის რისკისა და სარგებლობის თანაფარდობაზე. ასევე, ამ ეტაპზე ვერ დგინდება, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით ხდება პაციენტების შერჩევა. კომპანია "bettek"-ს ევალებოდა აღებული ნივთიერების დამუშავება და ქართული დაწესებულებისთვის გადაცემა. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ პროცედურების შეწყვეტა საქართველოში. ოფიციალურად
მივმართეთ დაწესებულებას პროცედურების შეწყვეტის შესახებ და ვიცით, რომ ამ ეტაპზე ეს შეწყვეტილია.

წაიკითხეთ: იტალიელი ექიმის თემის გაგრძელება - როგორ მოხვდა დავიდე ვანონი თბილისში და ვინ არიან მისი პაციენტები

- თავად დევიდე ვანონი თუ გამოიკითხა?
- თავად ვანონთან გასაუბრება ვერ შევძელით. რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. შესწავლის პერიოდში პაციენტებიც აღარ იმყოფებოდნენ დაწესებულებაში. ეს არის მძიმე ნევროლოგიური დაავადების მქონე პაციენტები. აქვე მინდა დავამატო, რომ დავწერეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაწესებულების და ექიმის მიმართ, რომელიც ონკოლოგიური სამედიცინო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი არ არის, ის "bettek"-ის წარმომადგენელია და ოქმი ჩაბარდა სასამართლოს.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

12:13 / 15-12-2016
აღშფოთებულებს
0
ვანონი ქართველებს არ მკურნალობდა, მკურნალობდა თავის თანამოქალაქეებს ფატალური ანუ სასიკვდილო ნეიროდეგენერაციული ან გენეტიკური დაავადებებით დაავადებულებს, რომელთაგან ბევრ სიცოცხლე გაუხანგრძლივა. ამ პაციენტებისთვის მკურნალობის შეწყვეტა მათ 100% დაღუპვას ნიშნავს. ნუ გიხარიათ, რომ ამ გაწამებულ პაციენტებს ასე უსასოო ტოვებენ და სასიკვდილოდ სწირავენ. ერთი წუთით ჩააყეეთ თქვენი თავი მათ და მათი ახლობლების ( დედის, შვილის, მეუღლის, ბებიის თუ პაპის, და-ძმის) მდგომარეობაში და მიხვდებით, რას ნიშნავს ეს.
02:03 / 15-12-2016
lali
0
ჩვენ როგორც გვჩვევია ხოლმე უცხოელების წინაშე, გაღმერთებაში რამე ხომ არ დავაკელით, ნეტავი? აღარ ვარ ქალი ნერვიულობით, რას იტყვის იტალია?
მსგავსი სიახლეები
იტალიელი ექიმი, რომელიც საქართველოში აკრძალულ საქმიანობას ეწეოდა, დააკავეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
19:04 / 22-09-2017  Image "იქაც, უფლის საუფლოში ჩემი უფროსი გოგო მელოდება" - ქართველ მსახიობს გადასარჩენად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
გორის თეატრის მსახიობი მაიკო ტურაშვილი მძიმე დაავადებას, მკერდის კიბოს ებრძვის
16:59 / 22-09-2017  Image რა ღირს სახლის მშენებლობა თბილისსა და მის შემოგარენში?
მშენებლობის დაწყებას ძალიან ბევრი სირთულე და უამრავი ნიუანსი ახლავს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.
13:47 / 22-09-2017  Image ვისი აგენტი იყო ერნესტ ჰემინგუეი? - მწერლის საიდუმლო ცხოვრების დეტალები
როგორ გადაიბირა საბჭოთა НКВД-მ ერნესტ ჰემინგუეი
14:44 / 22-09-2017  Image "რუსკას 1400 ლარი ჰქონდა ხელფასი და იმასაც ვერ აძლევდნენ" - რას პასუხობს ნიკა გვარამიას თამარ მაყაშვილი
"გვარამია ბევრს რომ ლაპარაკობს და ყველას ჰგონია..."
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49