"დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე, მისი ბიჭი დაიბადა..." - ყველაზე ცნობილი რაჭველი დღეს დაკრძალეს

"დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე, მისი ბიჭი დაიბადა..." - ყველაზე ცნობილი რაჭველი დღეს დაკრძალეს

რამდენიმე დღის წინ, ქართული ფოლკლორის გულშემატკივრები დათუნიკა სხირტლაძის გარდაცვალების ამბავმა შეძრა. ყველაზე ცნობილი რაჭველი, "ტაში, ბიჭო, გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" ავტორი დათუნიკა სხირტლაძე ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა.

მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა ყველაზე ცნობილი რაჭველი უკანასკნელ გზაზე დღეს, 3 იანვარს გააცილეს. სწორედ დღეს, სხირტლაძეების ოჯახში ახალი სიცოცხლე დაიბადა - ქვეყანას მოევლინა მისი პირველი ვაჟი... ამის შესახებ სოციალურ ქსელში დათუნიკა სხირტლაძის მეგობრები წერენ:

"მთელმა რაჭამ და საქართველომ დაიტირა დათო სხირტლაძე, ის არ მომკვდარა, ასეთი სიკვდილი რჩეულების ხვედრია. ნათელი შენს სულს ჩვენო დათუნიკა... და სასწაული დათო, ამ დროს შენი შვილი მოევლინა ქვეყანას, უფალმა ბედნიერი გაზარდოს..." - წერს ნანა ჩალიძე.

იხილეთ სიუჟეტი: დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა - "ტაში ბოშო გიორგუნას" უცნობი ისტორია და სახლი, სადაც რაჭული ცეკვა დაიბადა

"დღეს, დავით გაგუას კლინიკაში, ბატონი დათუნიკა სხირტლაძის ვაჟი დაიბადა. ბატონ დათუნიკას უკანასკნელ გზაზე მიაცილებს თავისი გენი. თქვენი ოცნება ახდა ბატონო დათუნიკა - საქართველოში მრავალჟამიერ იხარებს თქვენი ჯიში და გენი...." - წერს ნინო ქანთარია.

"ამდენი მწუხარების შემდეგ ერთი კარგი ამბავი მოხდა - დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა. 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია. ასე ელოდა მთელი ცხოვრება შვილს და ბავშვი მისივე დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა", - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ფოლკლორული ანსამბლის "ლაშარის" ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი.

ახალშობილს დავით-თევდორე დაარქვეს.

დათუნიკა სხირტლაძე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მამა რეჟისორი, დრამატურგი და პოეტი გახლდათ. დათუნიკა სხირტლაძე ჯგუფ "შინის" და "ეგარის" წევრი იყო.

Most famous Rachan: Choreographer and musician Datunika Skhirtladze dies

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი