გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს

გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე "აუდიტორია 115"-ის წევრებს თსუ-ს მე-6 კორპუსის დაცლისკენ მოუწოდებს.

როგორც გია შარვაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასწავლო წელი მალე, 3 მარტს იწყება, შესაბამისად, რექტორი იმედოვნებს, რომ "აუდიტორია 115"-ის წევრები გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მანვე ყურადღება გაამახვილა, რომ უნივერსიტეტი ავტონომიურია და ავტონომიურ რეჟიმში გადაწყვეტს საკითხებს.

"რაც შეეხება "აუდიტორია 115"-ს, რამდენად საუნივერსიტეტო თემატიკაა მათი მოთხოვნები, უკვე აღარ ვიცი, რადგან საუნივერსიტეტო მოთხოვნებიდან სხვა მოთხოვნებში გადაიზარდა. ბევრი რამ შევასრულეთ, რაც "აუდიტორია 115"-ს მოთხოვნილი ჰქონდა. მათ შორის, ამ კვირაში იქნება ჩემი შეხვედრა ჟურნალისტებთან, სადაც საუნივერსიტეტო სივრცეში მომხდარ სიახლეებს გავაჟღერებ. ამიტომ, ჩვენი მისამართით საპროტესტო ნაკლებად არის დარჩენილი. სასწავლო წელიწადი მალე, 3 მარტს იწყება. იმედი გვაქვს, დაიცლება მე-6 კორპუსი და საშუალაება მოგვეცემა, რომ წყნარ გარემოში დავიწყოთ სასწავლო პროცესი ჟურნალისტებისთვის და სხვებისთვის, ვინც მე-6 კორპუსით სარგებლობს. ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რადგან მე-6 კორპუსში არის ის მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია პრაქტიკული საქმიანობისთვის. სწავლების ხარისხზე ეს უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტებს, თსუ-ს სტუდენტებს, ვინც იქ არიან, ნაწილი თსუ-ს სტუდენტი არ არის, ნაწილი საერთოდ სტუდენტი არ არის, ვინც არიან, დაცალონ ის ტერიტორია", - განაცხადა გია შარვაშიძემ.

ამასთან, თსუ-ს რექტორმა საუნივერსიტეტო სივრცეში განხორციელებულ სიახლეებს შორის, საუნივერსიტეტო ფონდის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც სტუდენტურ გრანტებს განიხილავს. მისივე ინფორმაციით, ასევე შემოღებულია ომბუდსმენის ინსტიტუტიც, რომელიც მედიატორის ფუნქციას შეასრულებს.

როგორც ცნობილია, "აუდიტორია 115"-ის მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირების გაგრძელების შემთხვევაში, სტუდენტებს სწავლის გაგრძელება ტურიზმის ცენტრში მოუწევთ.

წაიკითხეთ: შენობის გარეშე დარჩენილი სტუდენტები - მეექვსე კოსპუსის პიკეტირების გამო ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ადგილის შეცვლა მოუწევს?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი