წყვილი, რომელზეც რაგბის მატჩის შემდეგ მთელი საქართველო საუბრობს - ემოციური ხელის თხოვნა 55 000 ადამიანის თვალწინ

წყვილი, რომელზეც რაგბის მატჩის შემდეგ მთელი საქართველო საუბრობს - ემოციური ხელის თხოვნა 55 000 ადამიანის თვალწინ

12 მარტს საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა "დინამო არენას" სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა. საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. ასე იყო 12 მარტის თამაშიც, თუმცა ახლა მატჩზე არ ვისაუბრებთ. თამაშის შესვენებისას ერთი ძალიან ლამაზი ფაქტი მოხდა - დავით ნანობაშვილმა შეყვარებულს, მარიამ ადეიშვილს ცოლობა სთხოვა, ეს ყველაფერი კი უზარმაზარი ეკრანის საშუალებით მთელმა სტადიონმა იხილა. მერე კი ამ ამბის განხილვამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. ყველას აინტერესებს, ვინ არის ახალგაზრდა წყვილი და ბიჭი, რომელმაც გამორჩეული სიურპრიზი მოუწყო საყვარელ გოგონას.

იხილეთ ვიდეო: ხელის თხოვნა სტადიონზე

AMBEBI.GE დავით ნანობაშვილს ესაუბრა. იგი ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს და მარიამ ადეიშვილზე რამდენიმე წელია შეყვარებულია:

"იდეა ნაწილობრივ ჩემი იყო, ნაწილობრივ ჩემი მეგობრების, რომლებიც მორაგბეები არიან და ზოგი მათგანი კი რაგბის კავშირში მუშაობს. ამ პერიოდში ერთადერთი დიდი თამაში ეს უწევდა და მასშტაბური ხელის თხოვნა გამოდიოდა, სწორედ ამიტომ დავამთხვიეთ ამ დღეს.

- დიდი ხანი გეგმავდი?

- ხელის თხოვნა დაახლოებით 1 კვირით ადრე გადავწყვიტე და იმის მერე მიდიოდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, რომ ყველაფერი ისე გამოსულიყო როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. მე და მარიამი სტადიონზე ჩვეულებრივ მივედით, დავიკავეთ კუთვნილი ადგილები და დაველოდე შესაბამის დროს...

- ხელის თხოვნა სტადიონზე განთავსებული მონიტორის საშუალებით 55 000-მა ადამიანმა იხილა, ეს როგორ მოახერხეთ?

- როგორც გითხარით ბევრი მეგობარი მყავს მოქმედი მორაგბე, ასევე რაგბის კავშირშიც მყავს მეგობრები, რომლებსაც ვთხოვე დახმარება და რომ გაიგეს რასაც ვაპირებდი, უარის თქმა არც უფიქრიათ, იდეა მოეწონათ და ყველანაირად გვერდში დამიდგნენ, რომ ასეთი ლამაზი წუთები მეჩუქებინა ჩემი საყვარელი ადამიანისთვის.

- თვითონ მარიამი ვერაფერს ხვდებოდა?

- არათუ მანამდე ვერ ხვდებოდა ვერაფერს, მგონი ახლაც ვერ ხვდება, იმდენად მოულოდნელი და გასაოცარი სიურპრიზი იყო. ყველაზე მეტად სწორედ ამან გამახარა, რომ მარიამს ძალიან გაუხარდა, ასე ორიგინალურად ხელის თხოვნა. მარიამი ისევ ემოციების ქვეშაა და სანამ გამოფხიზლდება და უარს იტყვის, სანამ ემოციებშია უნდა ვიჩქარო. ეს ბუნებრივია, ხუმრობით. ისე კი მართლა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მომავალ მეუღლეს ასეთი ლამაზი წუთები ვაჩუქე და გავახარე.

- სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმაც ძალიან თბილად გამოხატა დამოკიდებულება და ასევე, შემდეგ სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს. თუ ელოდით ხალხის ასეთ რეაქციას?

- ამას ნამდვილად არ ველოდი. სტადიონის ოვაციამ ძალიან გამაბედნიერა და გამახარა, მაგრამ მერე სოცქსელის რეაქციამ საერთოდ გამაოცა. რაც მთავარია, იყო მხოლოდ პოზიტიური კომენტარები და ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა. სხვათა შორის, გუშინდელი თამაშისადმი მიძღვნილი ბევრი სტატია და სიუჟეტი ჩვენი ფაქტის გაშუქებით დაიწყეს და სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მახარებს ეს ამბავი და სასიამოვნოდ ვარ გაკვირვებული.

- ზოგადად, ანებივრებ საყვარელ გოგონას სიურპიზებით?

- სიურპიზებს ხშირი სახე არ აქვს, თუმცა მაინც ვახერხებ ხოლმე გახარებას და გაოცებას. მაგ: დაბადების დღეზე არ ელოდა და ფოიერვერკები მოვუწყე, რამაც ძალიან გაახარა. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა და პირადად მე ყოველთვის მზად ვარ, თუ ვინმეს დასჭირდება გვერდში დავუდგე.

იხილეთ ვიდეო: საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩის შესვენებაზე ბიჭმა გოგონას ხელი სთხოვა

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი