კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:00 / 10-04-2017
როგორ ითრევენ ქართველ მოზარდებს სათამაშო ნარკომანიაში - რა სქემას ასაჯაროვებს ონლაინკაზინოს თანამშრომელი
ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, ონლაინკაზინოების რეგულირების საკითხი კვლავ მოუგვარებელია.

შესაბამისად, არ იცვლება საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ონლაინთამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობას ასახავს. არასამთავრობოების მონაცემებით, დღეს ონლაინ აზარტულ თამაშებში დაახლოებით 400 000 ადამიანია ჩართული და მათ შორის ათასობით არასრულწლოვანია. არახალია, რომ თამაშდამოკიდებულება ხშირად მძიმე შედეგით მთავრდება და ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილის დეგრადირებას იწვევს. სწორედ ამ მიზეზით "პალიტრამედიამ" თავის დროზე უარი თქვა ონლაინკაზინოების რეკლამირებაზე და დაიწყო სოციალური კამპანია - "არ ითამაშო! იცხოვრე!"

ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრის" რედაქციამ მიიღო წერილი ასეთი შინაარსით: "მოგესალმებით, გწერთ, როგორც "აჭარა გრუპის" (adjaranet.com) თანამშრომელი, რომელიც მომხმარებელს ონლაინ­აზარტულ თამაშებს სთავაზობს. სამწუხაროდ, არ მყოფნის გამბედაობა და საჯაროდ ვერ ვამბობ ამას, ვერც ვტოვებ სამსახურს, გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება.

ასევე წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

ვიცი, რომ "პალიტრამედია" ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი ჰოლდინგია. ეს არის ერთადერთი ჰოლდინგი საქართველოში, რომელმაც უარი თქვა საკმაოდ დიდ შემოსავლებზე გემბლინგის სარეკლამო სივრცეში დაბლოკვით. მინდა, თქვენი ყურადღება მივიქციო იმ საშინელი სამუშაო პოლიტიკით, რაც აქ ხდება! ჩვენი კომპანიის ყველა ონლაინპლატფორმა არის ბიზნესი, რომელიც ყოველთვიურად, ერთი შეხედვით, თითქოს გადის მინუსში, საშუალოდ 30.000-50.000 ლარით. თუმცა კომპანია ამ თანხას იმით ანაზღაურებს, რომ 12-18 წლამდე ბავშვებს აზარტულ თამაშებს აჩვევს, რაც უწყვეტი შემოსავლის წყარო ხდება! ამ სპეცპლატფორმის ერთადერთი დანიშნულება ის არის, რომ თინეიჯერები გემბლინგს მიაჩვიონ.

ასევე წაიკითხეთ: პრობლემა, რომელიც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ნარკომანიად იქცა

მოდელი მარტივია: თარგმნიან ფილმებს ქართულ ენაზე, რომ მოიზიდონ სწორედ ის სეგმენტი, ვინც არ იცის არც ერთი უცხო ენა, ხარჯავენ უზარმაზარ თანხას ამის რეკლამირებაში, ხოლო შემოსავალი ვითომ აქვთ ნული. საქართველოს კანონი არ კრძალავს, ყოველ შემთხვევაში, არ არეგულირებს კანონს "მეკობრულ" ფილმებზე, არც გემბლინგზე და შეიძლება ითქვას, ეს იდეალური სქემაა!" - ნათქვამია წერილში.

წერილში აღწერილი სქემის შემოწმება თვითონაც ვცადეთ. არაერთ ონლაინპლატფორმაზე ქართულად გახმოვანებული ფილმების ყურება მართლაც შეიძლება რეგისტრაციისა და საფასურის გარეშე, ხოლო შეთავაზება - ჩაერთო სხვადასხვა ონლაინაზარტულ თამაშში, მოიგო და გაბედნიერდე - ყველაზე თვალსაჩინო ადგილებზეა. მაგალითად, გთავაზობენ, რომ სახლიდან გაუსვლელად პოკერში ჯეკპოტის მოგების შანსი გეძლევა. ჯეკპოტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, 126.100 ლარია. ერთ მაცდურ შეთავაზებას მეორე მოსდევს და გარწმუნებენ, რომ ეს არის უსწრაფესი გზა, რომ მოიგო დაუჯერებლად დიდი თანხა და ეს შენი იღბალია. საქმეს ისიც ამარტივებს, რომ ტურნირი მხოლოდ 3-4 წუთს გრძელდება და რომ შენი გადახდილი თანხა 2-დან 1000-მდე კოეფიციენტზე მრავლდება. სარეკლამო სლოგანები გიტყუებს, რომ მხოლოდ ორი მოწინააღმდეგე უნდა დაამარცხო და თანხა შენია და რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მაგიდაზე შეიძლება ჩამოვარდეს 100 ათასი ლარი ან მეტი. ფულის შოვნის მაცდური შეთავაზება ისე გითრევს, ვერც კი ხვდები, ისე აწვები იღბლის გამოსაცდელად წითელ ღილაკს, რომ ითამაშო. თუმცა მანამდე რეგისტრაცია უნდა გაიარო.

"დავიღუპეო და მოყვა, როგორ დასდევდა კაზინოს მფლობელი მაფიოზი მოსაკლავად..." - შემაძრწუნებელი ისტორიები
You must have Flash Player installed in order to see this player.
თამაშდამოკიდებულ ადამიანებზე


რეგისტრაციის სამივე ეტაპს მარტივად გაივლის როგორც ზრდასრული, ისე არასრულწლოვანი სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებით. იწყებ თამაშს და, ფაქტობრივად, ვეღარ ამთავრებ, რადგან მოგებას წაგება მოსდევს, წაგებას კი მოგება და ასე, სრულ გაკოტრებამდე. იოლი ფულის შოვნის გზა განსაკუთრებით მოზარდებს ითრევს, ვისაც საკუთარი ფული ჯერ არა აქვთ, შეიძლება არც მშობლებს აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ეყოს, ან თუნდაც ყოველდღიური ჯიბის ფულით უზრუნველყონ შვილები. აქ კი ფულის შოვნის იოლ გზას გთავაზობენ, თანაც ვირტუალურ სივრცეში ადამიანი რეალობის შეგრძნებას კარგავს. თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ გაფრთხილებს, რომ ამ გზას თავს რთულად დააღწევ და ბოლოს, აუცილებლად გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნი როგორც საკუთარ თავს, ისე მშობლებსა და გარშემო მყოფებს. არავინ გეუბნება, რომ შენ და შენისთანები აზარტული თამაშების ბიზნესისთვის ფულის შოვნის საშუალება ხართ და ეს მაცდური რეკლამაც სატყუარაა, რათა შენგან და შენნაირებისგან რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ. არავინ გეუბნება, რომ თამაშდამოკიდებულება ერთ-ერთი მოწინავეა იმ მავნე ჩვევებს შორის, რომელზეც ადამიანი ადვილად ხდება დამოკიდებული და ასეთ დამოკიდებულებას ადამიანი გაკოტრებამდე ან თვითმკვლელობამდეც კი მიჰყავს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, სურვილი და არაერთი მცდელობა გვქონდა, წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ კომენტარი თავად "აჭარა ჯგუფის" წარმომადგენლებისგან მიგვეღო, თუმცა უშედეგოდ. როგორც აგვიხსნეს, ადჯარანეტ.ცომ-ის მარკეტინგის მენეჯერს ცოტა ხნის წინ დაუტოვებია თანამდებობა, ამიტომ არკვევდნენ, ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან, თუმცა კომპანიისგან პასუხი წერილში გამოთქმულ ბრალდებებზე ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია
13:08 / 20-04-2017
დამნაშავე მხოლოდ ხელისუფლებაა.ღებულობენ მხოლოდ ისეთ კანონებს რომელიც მათზეა მოწყობილი."ხალხი ჭირსაც წაუღია"
ნეტა ოდესმე გვეყოლება ისეთი მთავრობა რომელიც 50%-ით მაინც იზრუნებს ხალხზე და ნაწილობრივ მაინც გაითავისებს ხალხის გაჭირვებას?
მზია
15:25 / 11-04-2017
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნას საიტი და დადოს ქართულად ფილმები ?

რაში ვუხდით 40 მილიონს ?
giorgi
მსგავსი სიახლეები
საქართველო სავსეა ოჯახის დამაქცევლის "ერთგული" დედებით, მამებით, ცოლებით, შვილებით, და-ძმით...
ფაქტობრივად, საზ. მაუწყებლის დაფინანსებით, საზოგადოება თავად აფინანსებს ამ დაავადებისადმი მიდრეკილების ზრდასაც
როგორც ბიჭები, თითქმის იმავე ოდენობით გოგონები ჩართულნი არიან ონლაინ თამაშებში
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი 9 სიმპტომიდან ადამიანს 4 მაინც ახასიათებს, ის მკურნალობას საჭიროებს
"გამჭვირვალე სისტემიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი მარტივად იღებს შემოსავლებს"
ონლაინ-თამაშებიდან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის
არადა, რეალურ კაზინოსთან შედარებით, ონლაინკაზინო გაცილებით მასშტაბური საქმიანობაა
კოლეგებო, ჟურნალისტ­ებო, იქნებ ღირდეს, დაელაპარაკოთ თქვენს ხელმძღვა­ნელებს და უარი თქვათ ამ სახის სარეკლამო შემოსავალზე?!
კლინიკური ფსიქოლოგის ირმა კვაჭაძის შეტყობინება მშობლებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49