კულტურის მინისტრის პირველი კომენტარი მსახიობების პროტესტზე: "სამწუხაროა, თეატრების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ..."

კულტურის მინისტრის პირველი კომენტარი მსახიობების პროტესტზე: "სამწუხაროა, თეატრების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ..."

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქართული თეატრების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა მსახიობების ანაზღაურებაც. ამ ფაქტს რამდენიმე ცნობილი მსახიობის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი კულტურის მინისტრისგან დროულ და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოვლენების ფონზე მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა მარჯანიშვილის თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსახიობების პროტესტზე პირველი კომენტარი დღეს გააკეთა. მან თეატრების ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, რომ "ისინი არაფერს აკეთებენ დაფინანსების წყაროების მოძიებისთვის". მისივე ინფორმაციით, მსახიობების ხელფასების შემცირება ყველა თეატრში არ მომხდარა.

"ის თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ თეატრები 10%-იან შემცირებას ჯამური ბიუჯეტისა, მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საკითხი იყო. ზოგმა ეს პრობლემა გადაწყვიტა სხვადასხვა ხარჯების შემცირებით და ხელფასები არ შეუმცირა მსახიობებს. ზოგმა ხელმძღვანელმა შეუმცირა ხელფასი იმ მსახიობებს, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყვნენ დაკავებულნი სპექტაკლებში. ზოგან იყო გადაწყვეტილება ყველასთვის ერთნაირად - 10%-ით შემცირების თაობაზე. ასე რომ, ეს იყო თითოეული ხელმძღვანელის გადაწყვეტილება. იმ ბიუჯეტის პირობებში, რა ბიუჯეტიც თეატრებს აქვთ, ალბათ, თავად თეატრის ხელმძღვანელების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, მოიძიონ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები და ამის შესაძლებლობას სწორედ კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ თეატრების ხელმძღვანელები, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ და მხოლოდ ბიუჯეტიდან ელოდებიან საკუთარი ბიუჯეტის გაზრდას", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ: "მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი