კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:02 / 12-04-2017
მსახიობების დაუფასებლობა თუ ხელოვნური აჟიოტაჟი? - "მინისტრმა ისე ჩამიარა, თითქოს 70 წელი კი არა, 70 დღე არ ვიყო სცენაზე ნამყოფი..."
"მსახიობისთვის მთავარია იყოს დასის წევრი და მაყურებლის ტაში არ აკლდეს. მსახიობს სხვა არაფერი უნდა! მშიერი მოკვდება, ოღონდ თავის საქმე აკეთოს! ეს არის ჩვენი უბედურება! არაფერზე პრეტენზია არ გვაქვს, რა პირობებშიც არ უნდა ჩაგვაყენონ! მითუმეტეს მე, ჩემს სიცოცხლეში თეატრის ხელმძღვანელთან არ შევსულვარ"... - ამბობს კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე, რომელიც 70 წელია თეატრის სცენაზე დგას...

ორი დღეა გაუგონარი აჟიოტაჟი მოყვა მსახიობების ხელფასების შემცირებას... რა ვითარებაა კულტურის სფეროში - დამსახურებულ მსახიობებს, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვესაუბრეთ...

ზურა ყიფშიძე, მსახიობი: "უკვე იმდენად დავიღალე, აღარაფერზე საუბარი აღარ მსურს! არც ის ვიცი რა მოხდა ახალი და გასაკვირი, რატომ ატყდა ამხელა ამბავი?! რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს ხელფასების შემცირებას! საუბარია იმაზე, მსახიობებებს, მეცნიერებს თუ მუშებს ვინც ხელფასს უმცირებს, თავისთვის ამცირებს თუ არა, ეს რომ არ ვიცით! თვითონ პრემიებს იმატებენ და ჩვენ ხელფასს გვიმცირებენ!... რადგან დაიბადე ასეთ ქვეყანაში, ან უნდა გაუძლო, ან მოშორდე!"

წაიკითხეთ: ზურა ყიფშიძე მსახიობების გასაჭირზე -"ის საჩუქარი, რომელსაც ვიღებთ, სამი თვე გაგვიჩერეს"

ნოდარ მგალობლიშვილი, მსახიობი: "თეატრიდან არ გამომიშვეს! რაღაც პატარა ხელფასი დამიტოვეს, მაგრამ რა მოხდა მერე კაცო!? - იყო ლაპარაკი, რომ საერთოდ მოეხსნათ, მაგრამ მერე გადაწყვიტეს, რომ ცოტა დაეტოვებინათ... ცოტა ჩემთვის ბევრია! ყველას დიდი მოკითხვა გადაეცით ჩემგან ყურადღებისთვის, ვინც კარგი ქალია - ყველას აკოცეთ ჩემს მაგივრად! ამ ხნის განმავლობაში არავის გავხსენებივარ, ქუჩაში არავის უკითხავს, სად ვიყავი, როგორ ვიყავი, რა პირობებში ვცხოვრობდი და დღეს გავახსენდი ყველას? - არაფერში არ მჭირდება სკანდალები, როცა მოვკვდები, მერე ააგორონ!"

თამარ სხირტლაძე, მსახიობი: "...არანაირი აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ რა პირობებში ვართ დღეს მსახიობები. ტყუილად რატომ უნდა გავანაწყენოთ ხალხი?! - 6 წელი უხელფასოდ ვმუშაობდი, ხმა არ ამომიღია და ახლა რაში მჭირდება აჟიოტაჟი ავტეხო? - არავითარი შედეგი არ მოყვება! დახმარებას რომ გვაძლევენ, იმაზეც გვიჭრიან. თუ არ გჯერათ 6 წელი რომ უხელფასოდ ვმუშაობდი, თეატრი და ბუღალტერია მანდ არის და შეგიძლიათ იკითხოთ! არასოდეს ტყუილი არ მითქვამს! ჩემს ცხოვრებაში სპექტაკლი და რეპეტიციაც კი არ გამიცდენია და ამიტომაც მტკიოდა გული! არსებობენ მსახიობები, რომლებსაც ავადმყოფურად უყვართ თეატრი... მსახიობისთვის მთავარია იყოს დასის წევრი და მაყურებლის ტაში არ აკლდეს. სხვა მსახიობს არაფერი არ უნდა! მშიერი მოკვდება, ოღონდ თავის საქმე აკეთოს! ეს არის ჩვენი უბედურება! არაფერზე პრეტენზიას არ გვაქვს, რა პირობებშიც არ უნდა ჩაგვაყენონ...

შტატგარეშე მსახიობი ვიყავი და გამოსვლებზე ვიღებდი 80 ლარს... მთელი წლის განმავლობაში 700 ლარი მაქვს აღებული, როცა სხვებს 1800 ლარი თვეში ჰქონდათ ხელფასი... ამბობენ კულტურის მინისტრი ნოდარ მგალობლიშვილს ვერ ცნობს და არც ესალმებაო და ასეა, არც მე მესალმება... შეხვედრა გვქონდა ივანიშვილთან ფუნიკულიორზე და მინისტრმა ისე ჩამიარა და ამომიარა გვერდით, თითქოს 70 წელი კი არა, 70 დღეც არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვიყო თეატრის სცენაზე ნამყოფი... არ მცნობს და არც მესალმება! რას ვიზამთ, ასე გავიდა ეს ცხოვრება! აი წავიდა გივი და ალბათ მეც მალე მივყვები... ასაკიც ხელს მიწყობს და ის დიდი ტკივილიც, რასაც ვატარებდი ამ 7 წლის განმავლობაში! არავინ არ დაიჯეროთ, რომ რამე შეიცვლება სასიკეთოდ მსახიობების მიმართ!"

მსახიობების ხელფასების შემცირებაზე სასაუბროდ კულტურის მინისტრს - მიხეილ გიორგაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ყველა კითხვაზე პასუხს კულტურის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსი - ლევან ჟორჟოლიანი გასცემს...

"როდესაც საქმე ეხებოდა ხარჯის ათი პროცენტით შემცირებას, სამხატვრო ხელმძღვანელებს თავად ჰქონდათ არჩევანი, ერთის მხრივ შეემცირებინათ მსახიობებისთვის ხელფასი, თუ მეორეს მხრივ ადმინისტრაციული ხარჯები მოეკლოთ. ნაწილმა პირველ ხერხს მიმართა - ნაწილმაც მეორეს. უნდა დაუკავშირდეთ სამხატვრო ხელმძღვანელებს, რა იყო მათი მოტივაცია, როცა ამა თუ იმ ხერხს ირჩევდნენ... ჩვენ არ გვაქვს უფლება გავასაჯაროვოთ, ვის რამდენი აქვს ხელფასი, მაგრამ ზურა ყიფშიძის ხელფასი ნამდვილად არ არის 500 ლარი... მას თუმანიშვილის და მარჯანიშვილის თეატრებიდან ერიცხება ხელფასი, ცალკე ურიცხავს "ქართუ ფონდი" და ასევე ერიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. თუ ზურა ყიფშიძე წერილობით დაადატურებს და მოგვცემს უფლებას მისი ხელფასი გავასაჯაროვოთ, ჩვენ მზად ვართ... ერთ კი თამამად გეტყვით, ბევრად მეტია ვიდრე 500 ლარი!

- იმასაც ჩივიან კულტურის მინისტრი რომ პირადად ვერ ცნობს მსახიობებს - ნოდარ მგალობლიშვილს, თამარ სხირტლაძეს და არც ესალმება...
- ბატონ მიხეილთან არასოდეს ყოფილა პრობლემა მსახიობების შეხვედრა, მითუმეტეს მისალმება... აბსოლუტურად ყველა ღონისძიებას და პრემიერას ესწრება და ბუნებრივია იცის ჩვენი სახელოვანი მსახიობების დამსახურება. როგორც თვითონ განაცხადა, ალბათ კონკრეტულ მომენტში რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ეს უფრო შემთხვევითობას უნდა მივაწეროთო...

ეკატერინე მაზმიშვილი, კოტე მარჯანიშვილის თეატრის მმართველი: "ჩვენ გვყავს 79-კაციანი დასი და მსახიობებს ნამდვილად შეუმცირდა ათიდან 40 პროცენტამდე ხელფასი. მათ შორის შემცირდა თეატრის მმართველის ხელფასი იგივე დოზით... რაც შეეხება ბატონ ნოდარ მგალობლიშვილს, ის გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელიც მომეხმარა სხვა ძალიან ცნობილ და პატივსაცემ მსახიობებთან ერთად, არ შემცირებულიყო იმ მსახიობების ხელფასი, რომლებიც იღებდნენ -300, 400, 500 ლარს... თან ეს მსახიობები სცენაზე ძალიან აქტიურად ჩანან და უმძიმესი რეჟიმი აქვთ. ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია ჭირდებათ და ამიტომ - ნოდარ მგალობლიშვილმა, გივი ბერიკაშვილმა და თენგიზ არჩვაძემ თავად მიიღეს მონაწილეობა ამ გადაწყვეტილებაში. ისინი უნიკალური მსახიობები რომ არიან, ამის გარდა მართლაც განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით გამოირჩევიან...

ბატონ ნოდარს შეუმცირდა ხელფასი, მაგრამ ამ რანგის მსახიობებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ გამოსვლებში. კონფიდენციალურია, მაგრამ გავაჟღერებ, რომ მათ ერთ გამოსვლაში 300 ლარია ანაზღაურება... ხელფასების შემცირება მოხდა დეკემბერში, იანვარში გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მაშინ არაერთი კომენტარი მივეცით მედიას და ახლა რა ხდება ვერ ვხვდები... ახლა ყვებიან ზღაპრებს თითქოს ბატონმა გივი ბერიკაშვილმა ორი კვირის უკან გაიგო ხელფასი რომ შეუმცირდაო. თავად ბატონი გივი ბერიკაშვილი გახლდათ ერთ-ერთი პირველი, ვინც დამეხმარა ამ გადაწყვეტილებაში. ბუნებრივია ჩვენ მათ გარეშე ვერაფერს გადავწყვეტდით! ყველას სათითაოდ ვესაუბრეთ... ზოგიერთ ახალგაზრდა მსახიობს იმდენად სასაცილო ხელფასი ჰქონდათ, უკვე თეატრიდან გარბოდნენ. მათთვის ხელფასი რომ არ დაგვეკლო კიდევ, უფროსი თაობის საპატივცემულო მსახიობებს შევთავაზე როგორმე გამოსავალი გვეპოვა.

- ქალბატონი თამარ სხირტლაძე 70 წელია მარანიშვილის თეატრში მოღვაწეობს და დასის წევრი რატომ აღარ არის?
- თამარ სხირტლაძე არის დასის წევრი! ყველა დასის წევრია, ვინც თეატრში მოღვაწეობს - ზოგი მოწვეული, ზოგიც ისე... მას აქვს ხელფასიც, გამოსვლებში ანაზღაურება და ყველაფერი მასთან შეთანხმებით მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ვიცი უკმაყოფილოა და მე მასთან პოლემიკაში არ შევალ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენი თეატრისთვის და ძალიან დიდ პატივს ვცემ!

მანანა გაბრიჭიძე
AMBEBI.GE
01:24 / 27-04-2017
გოგიტა
0
საბჭოთა პრივილეგიები ენატრებათ და ვერ გაუგიათ რომ დრო შეიცვალა, ახალგაზრდებსაც აგიჟებენ. ჯულია რობერთსს
ბიუჯეტიდან ბინა რომ უყიდონ ამერიკა აფეთქდება
10:40 / 24-04-2017
nia
0
სამარცხვინო კულტურის მინისტრი!!! დაუფასებელია როგორც ხელოვნების ღვაწლმოსილი ადამიანები, ისე ნებისმიერი სხვა პროფესიის. დაფასებული უნიჭო,გაუნათლებელი პოლიტიკით დაკავებული არსებები არიან. ნახეთ მათი ხელფასები, პრემიები და დანამატები? გიორგაძეს რა გაუკეთებია მგალობლიშვილზე მეტი?
მსგავსი სიახლეები
კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსახიობების პროტესტზე პირველი კომენტარი დღეს გააკეთა
მსახიობი 10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
"ერთ ადამიანს მოეჩვენა, რომ ფილმის სიუჟეტი მის ცხოვრებას ჰგავდა"
"მასთან ვიზიტს ექვსი თვე ელოდა იმჟამად მსახიობის მეუღლე მედეა ჯაფარიძე"
"ადამიანმა ოდესმე ხომ უნდა მიხედო ჯანმრთელობას და ისე დაემთხვა, ახლა ვმკურნალობ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:00 / 22-06-2017  Image პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
+VIDEO "სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა"
21:48 / 22-06-2017  Image "ამბობს, რომ არ იცის, რით ვარ დაკავებული, მაგრამ ნურას უკაცრავად!..." - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს
"პირადად ეწევა ჩვენს ბლოკირებას ყველა მთავარ არხზე"
13:02 / 22-06-2017  Image სექსუალური სამხედრო გოგონები ისრაელის ჯარიდან
+PHOTO ყოველწლიურად ისრაელში 1 500 ჯარისკაცი ქალი ირიცხება თავდაცვით ნაწილში
16:21 / 22-06-2017  Image უმრავლესობის ტაში და ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
უმრავლესობა კენჭისყრის შედეგს ტაშით შეხვდა
17:42 / 22-06-2017  Image "24-ში - ახალმთვარეობაა კირჩხიბის ნიშანში" - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი
"საერთოდ ახალმთვარეობის პერიოდი რთულია, მით უფრო ქალებისთვის"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49