კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:40 / 24-05-2017
სად შეიძლება ყველაზე მეტი დელფინის ნახვა შავ ზღვაში - საინტერესო ფაქტები ძუძუმწოვრებზე
ზღვის პერიმეტრზე დელფინების დანახვა როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში დადებით ემოციებს იწვევს. დელფინების სანახავად ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალური ტურებიც კი არის დაგეგმილი. ძუძუმწოვრები ძირითადად, ჯოგებად გადაადგილდებიან და განსაკუთრებით თვალწარმტაცია ზღვის ზედაპირზე მათი "ცეკვის" ნახვა.

დელფინების ჯოგების ნახვა შავ ზღვაშიც არის შესაძლებელი. უფრო მეტიც, საქართველოს ტერიტორიული წყლები დასახელდა დელფინების გავრცელების "ცხელ წერტილად".

"შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების" პროექტის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა შავი ზღვის შესახებ 12 ახალი ფაქტი აღმოაჩინეს. მათგან ერთ-ერთ მიგნებად დასახელდა "დელფინების ადგილსამყოფელები". თუ სად შეიძლება
ბევრი დელფინის ნახვა და შავ ზღვაში დელფინების რომელი სახეობები ბინადრობენ, მოცემულ კვლევაში დეტალურად არის აღწერილი.



"შავ ზღვაში ბინადრობს თეთრგვერდა ანუ ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის აფალინა და შავი ზღვის ღორი. ყველა ისინი ითვლება ენდემურ ქვესახეობად, ანუ ისინი ცხოვრობენ მხოლოდ აქ, ამ გეოგრაფიულ რეგიონში და არ გვხვდებიან არსად სხვაგან მსოფლიოში. შავი ზღვის ერთობლივი სამეცნიერო კვლევებით განსაზღვრული იქნა სხვადასხვა სახეობის დელფინების კონცენტრაციის ადგილები.

გაზაფხულზე კარგად ჩანდა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უკრაინის სანაპიროებთან, დუნაის დელტასთან ზღვის ღორების მნიშვნელოვანი გუნდები. აფალინა მთელი წლის განმავლობაში ძირითადად გვხვდებოდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის სანაპირო წყლებში, რუსეთის ფედერაციის სანაპიროებთან. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ღია ზღვის ნაწილი და საქართველოს ტერიტორიული წყლები აღინიშნა დელფინების გავრცელების "ცხელ წერტილად", პოპულარულ ადგილად, ორი სახეობისთვის - თეთრგვერდა დელფინისა და ზღვის ღორისათვის.


ჩვეულებრივ, დელფინები ბინადრობენ თავისიანებთან ერთად ანუ თეთრგვერდა დელფინები თეთრგვერდებთან, ზღვის ღორები კი - ზღვის ღორებთან. ამიტომ მეცნიერები გაკვირვებული დარჩნენ, როდესაც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ღია ზღვაში აღმოაჩინეს თეთრგვერდა დელფინის გუნდში ახალგაზრდა ზღვის ღორი. მეცნიერებს მოეჩვენათ, რომ მეორდებოდა "მაუგლის ისტორია" და ახალგაზრდა ზღვის ღორი იშვილა თეთგვერდა დელფინების გუნდმა. ზღვის ღორი ყველაფერში ცდილობდა მიებაძა თეთგვერდა დელფინებისათვის და როგორც ისინი, ისე მისდევდა მიმავალ გემს, არადა ასეთი ქცევა ზღვის ღორებს ჩვეულებრივ არ ახასიათებთ.

მკვლევარებმა სამწუხაროდ მიიჩნიეს ფაქტი, რომ თეთგვერდა დელფინები აღარ წარმოქმნიან დიდ გუნდებს - ასობით და ათასობით ინდივიდს, ისეთებს როგორსაც წარმოქმნიდნენ XX-ის დასაწყისში. თეთრგვერდა დელფინები ამ ეტაპზე ქმნიან მხოლოდ ცალკეულ ოჯახებს და მცირე დაჯგუფებებს.

მეცნიერები პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ, შავ ზღვაში დელფინების რიცხვის შემცირებას და პრევენციისთვის გარკვეულ რეკომენდაციებსაც გასცემენ:

დელფინების გავრცელების ახალი მონაცემების მიხედვით შესაძლებელია მივიღოთ ზომები მათზე ანთროპოგენური ზეგავლენის შერბილების მიზნით. ასე მაგალითისათვის: შეიზღუდოს თევზჭერა გარკვეულ აკვატორიაში ან გარკვეულ სეზონზე, რადგან დელფინების შემთხვევითი სიკვდილიანობა თევზჭერის პროცესში ერთ-ერთ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ასევე, უნდა შემცირდეს ხმაურის დაბინძურების დონე (ხმაური ძალიან მტკივნეულია დელფინებისათვის) ზღვის ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებით, ასევე დელფინების მასობრივი თავშეყრის ადგილებში უნდა შემცირდეს წყალქვეშა სამუშოების წარმოების დრო", - მიიჩნევენ მკვლევარები.

"შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების" ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა და უცხოელმა სპეციალისტებმა მასშტაბური კვლევები ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.

ნინო ხოზრევანიძე
AMBEBI.GE
16:29 / 24-05-2017
giorgi
0
სამი ულამაზესი არსება ჰყავს დედამიწას: ხმელეთზე ცხენი, ჰაერში-მტრედი და წყალში დელფინი.
11:43 / 24-05-2017
nnnnnnnnnn
0
რა საყვარლები არიან თან ჭკვიანებიც
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მორბილვირუსულის ინფექციის გამო, რითაც
"პლაჟებზე ნარჩენების თვალსაზრისით, ნამდვილად მძიმე ვითარებაა"
შავ ზღვაში უნიკალური და იშვიათი თევზის სახეობები დააფიქსირეს
შავ ზღვაში, 350-400 კმ. სიგრძის, წყლის ორი წრიული დინებაა და ამ წრებრუნვებს
17 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ყველგან თოვაა ნავარაუდევი
"გავასუფთავებთ შავ ზღვას და მეორე მხრივ კი, მივიღებთ სასარგებლო ნივთიერებებს"
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური აფრთხილებს ადგილობრივებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:45 / 12-12-2017  Image ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
თინა ქარსელაძე 35 წლის იყო
22:57 / 12-12-2017  Image გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო
+VIDEO გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
22:02 / 12-12-2017  Image დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"
"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს"
14:46 / 12-12-2017  Image "დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს 3-დღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49