ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:57 / 06-06-2017
"...მთლიანობაში ეროვნების ბრალია" - ვისთან აქვს პრეტენზიები მერაბ ამზოევს "X ფაქტორის" დატოვების შემდეგ
"რუსთავი 2"-ზე "X ფაქტორის" მეორე ლაივ-შოუ მოულოდნელი ფინალით დასრულდა. პროექტი მერაბ ამზოევმა დატოვა. Ambebi.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს ყოფილი კონკურსანტი პროექტის დატოვების შემდეგ და რა პრეტენზიები აქვს პროექტის მესვეურებთან.

- როგორ ფიქრობ, რატომ მოგიწია პროექტის დატოვება?
- არ მინდოდა პროექტის დატოვება, მაგრამ ისეთი სიმღერა მომცეს, რომ ჩემს სტილში საერთოდ არ ჯდებოდა. რაც მე შევთავაზე, ის არ უნდოდათ, რომ მემღერა. მაშინვე ვიფიქრე, რომ ცდილობდნენ ჩემი რეიტინგი დაცემულიყო... თუმცა მთლიანობაში მაინც ვფიქრობ, რომ ეროვნების ბრალია. ხმის მიცემის წესი საერთოდ მიუღებელია ჩემთვის, როცა შენ შეგიძლია ერთი ტელეფონიდან გააგზავნო 7000 ზარი, რა რეიტინგზეა საერთოდ საუბარი?! მიუხედავად ყველაფრისა, გაკვირვებული არ ვარ იმით, რაც მოხდა... სიმღერა არც ისე კარგად ვიმღერე, იმიტომ რომ არ იყო ეგ ჩემი სიმღერა და შეფასებაც ისეთი მივიღე, როგორიც უნდა ყოფილიყო. ეს კონკურსები რთულია იმ ადამიანისთვის, ვისაც აკონტროლებენ და ეუბნებიან, რა გააკეთოს. არ მიყვარს როცა მეუბნებიან - იქ წადი, აქ წადი, ის გააკეთე, ეს გააკეთე და ასე შემდეგ. ცხოვრების თავისუფალი სტილი მომწონს.

ნახეთ ვიდეო

- თქვენი
მეუღლე როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?
-
პროექტის დატოვების შემდეგ მეუღლე მამხნევებდა, შენ მაინც ყველაზე კარგი ხარ, ყველაფერი წინ გაქვს, უსამართლობაა, მაგრამ რა ვქნათო... 

- თქვენი აზრით, რა შანსები აქვს მაგდა ვასაძეს, რომელიც მენტორების ხმების გათვალისწინებით პროექტში დარჩა?
- მაგდა ვასაძე ძალიან კარგი ადამიანია, პატივს ვცემ. არ ვიცი, რა შანსები აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელი ცოტა აგრესიულად არის მის მიმართ განწყობილი. ვფიქრობ, რომ მაგდა ძალიან მაგარი გოგოა.

- რას ეტყვი შენს გულშემატკივარს?
- ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ ჩემს გვერდით ბოლომდე იყავით. თქვენი სიყვარული დამეხმარა, რომ პროექტის შემდეგ ძალიან არ მენერვიულა.

თიკო გურაშვილი
Ambebi.ge


ასევე წაიკითხეთ: "საქმროს ბეჭედი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ მერაბი მიყვარდა" - სოფიო ქავთარაძისა და მერაბ ამზოევის ექსტრემალური LOVE STORY
You must have Flash Player installed in order to see this player.
14:10 / 28-06-2017
z.kaloria
0
კი მერაბ მასეა.
მეც პირადად ვაღიარებ რომ ყველას სჯობდი (რაგ ენდ ბონი პოპულარული გახდა და რადიოებმა გაშვება დაიწყეს ვითომ კარგად იცნობდნენ და თავიანთი გემოვნებით იყო) ისედაც ასედაც. მაგრამ კონკურსი ქართველმა უნდა მოიგოს საქართველოში. ქვეყანას ასე სჭირდება.

(ბრიტანეთში პირდაპირ ჟიური გაგრძნობინებდა და ხალხი დაგიძახებდა ტრიბუნიდან ამას, გაზეთებში პირდაპირ ლაფს ასხამენ ჩასულებს) და ხალხზე არ დაიწყვიტო გული. ყველას თავის შვილი ურჩევნია და უკეთესი ჰგონია.
07:11 / 28-06-2017
MARI XUANA
0
ეჰ, უმადურო ამზოევ...
მსგავსი სიახლეები
"მიX2რა" ჩვენმა "მამამ" დაგვარქვა
ჟიურის გადაწყვეტილებას მაყურებლის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა
"სანახაობრივ ნომერს გპირდებით და მხარდამჭერებს მოვუწოდებ, აუცილებლად დამიმესიჯონ"
ბევრი მსმენელი თვლის, რომ პროექტში დარჩენას ოთო იმსახურებდა
ვინ გახდება მაყურებლის და ჟიურის რჩეული?
პროექტის მკაცრი წესების გამო, ჟიურის მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:32 / 28-06-2017  Image ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს
19:23 / 28-06-2017  Image "საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"თურქეთში ქირურგმა მითხრა, ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო"
10:25 / 28-06-2017  Image საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს
22:51 / 28-06-2017  Image "უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს
"ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით"
15:07 / 28-06-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა
ყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49