აშშ-ში დაკავებული სპორტსმენის ლევან მაყაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

აშშ-ში დაკავებული სპორტსმენის ლევან მაყაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ლევან მაყაშვილის მეუღლე თათა შავლაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მომხდარი გაუგებრობაა და მისი მეუღლე უდანაშაულოა.

"გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად არის. ეს იყო რაღაც გაურკვევლობა. ყველაფერი დღის ბოლოს დამთავრდება. ორივე თავისუფალი იქნება და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. იცოდეთ, რომ ლევანი და ავთო არაფერში დამნაშავეები არ არიან. ეს იყო გაურკვევლობა, რომელშიც უბრალოდ მოყვნენ ეს ორი ადამიანი, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ისინი არიან ცნობილი სპორტსმენები როგორც საქართველოში, ისე - ამერიკაში" - აცხადებს ლევან მაყაშვილის მეუღლე თათა შავლაკაძე.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

წაიკითხეთ: ავთანდილ ხურციძის პირველი კომენტარი: "მოხდა სერიოზული გაუგებრობა..."

აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძისა და ბრიტანელი ბილი კო სონდერსის ბრძოლა გაუქმდა

"30 ქართველთან ერთად დამაკავეს... ქურდულ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ მაქვს" - რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი საქართველოში დაბრუნებულიყო

ყაზბეგში სამასამდე ტესტის ნიმუში უკვე აიღეს - ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგი ხვალ გახდება ცნობილი

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის„ქართული სახვითი ხელოვნება აბრეშუმზე“ პრეზენტაცია გამართა