როგორი ვითარებაა თბილისში წუხანდელი უამინდობის შემდეგ

როგორი ვითარებაა თბილისში წუხანდელი უამინდობის შემდეგ

წუხანდელი უამინდობის შემდეგ დედაქალაქში ვითარება სტაბილურია. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რომელიც წუხელ, ძლიერი წვიმის დროს საპატრულო პოლიციამ პრევენციის მიზნით ჩაკეტა, უკვე გახსნილია და არანაირი შეფერხება არ არის.

მათივე ინფორმაციით, თბილისი მერი დავით ნარმანია მოადგილეებთან, საბურთალოს რაიონის გამგებელთან და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად დედაქალაქის მასშტაბით, ყველა პრობლემურ ადგილზე იმყოფებოდა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ახალდაბის გზაზე ჩამოვიდა მცირე მეწყერი, თუმცა ტექნიკამ იმუშავა და გზის ეს მონაკვეთი მალევე გაიწმინდა. მისივე თქმით, წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ ყოფილა. თბილისის მერის განცხადებით, სტიქიას ინციდენტი ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ძლიერი წვიმის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებდნენ და გზებიდან წვიმისაგან ჩამოტანილი ნაშალი მასალა გაიტანეს.

ნახეთ: კაკლისოდენა სეტყვა, დაზიანებული ავტომობილები და დატბორილი ქუჩები - დრამატული ფოტოკადრები თბილისის ქუჩებიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი