კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:51 / 15-06-2017
დათო როსტომაშვილზე თავდასხმას მისი ქალიშვილი აშშ-დან ეხმაურება - "რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავე ე.წ. კაპეზედან გაგექცევა"
იუმორისტ დათო როსტომაშვილზე მომხდარ თავასხმას მისი ქალიშვილი, ხატია როსტომაშვილი ეხმაურება, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. მის განცხადებას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

"მინდა, მამაჩემთან დაკავშირებულ აგორებულ ჭორებზე გავაკეთო კომენტარი. ის ფაქტი, რომ 14 ივნისს დღისით, მზისით, თავს დაესხნენ დავით როსტომაშვილს, უკვე მთელი საქართველოსთვის ცნობილია. რეალურ მიზეზებს არასოდეს არავინ იკვლევს და ყოველთვის ყველაზე სწრაფად ვრცელდება უსაფუძვლო და უაზრო ჭორი, იმასთან დაკავშირებით რომ ის "მევახშეა" და მას 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავს გამწარებული, 100-ზე მეტი სახლი აქვს გადაფორმებული. (უბრალოდ სასაცილოა). ეს არასწორი და მამაჩემისთვის ყოვლად შეუფერებელი ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, რომელმაც ვფიქრობ, სიტყვა "მევახშის" განმარტება უნდა მოიძიოს ინტერნეტ სივრცეში. ნიკა მემანიშვილი, ადამიანი, რომელიც ამ ფაქტს ხმალამოღებული ამტკიცებს და ავრცელებს. ადამიანი, რომელსაც არავინ აღიარებს და ამ ვითარებას ბოროტად იყენებს პოპულარობისთვის. ეს ყოველივე სიმართლე რომ იყოს ფაქტებით ისაუბრებდა, მაგრამ, ფაქტი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

სახალხოდ მინდა მოიხადოს ბოდიში ასეთი უმსგავსო ბრალდების გამო. ეს ის შემთხვევაა, როცა ის თავის ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხს აგებს. არასოდეს, არავინ იცის მოცემული ფაქტის უკან რა რეალობა იმალება, ამიტომ არ უნდა აყვე და მისცე ბოროტებას საშუალება ჩაგითრიოს მორევში. მტკივა გული საქართველოში დღევანდელ ვითარებაზე, მიყვარს საქართველო და ვთვლი რომ პატრიოტი ვარ, თუმცა, დღითიდღე მიქრება უკან დაბრუნების სურვილი. საქართველოში არ არსებობს კანონი, სამართალი, მთავრობა, პოლიცია. თუმცა რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავეს აპატიმრებ და რამოდენიმე საათში ე.წ. კაპეზედან გაგექცევა. გაქცევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და ცოტა არ იყოს 21-ე საუკუნისათვის ფაქტიურად დაუჯერებელიც არის. ნეტავ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ქურდული გაგება? კაი ბიჭის ძმა? თუ... საქართველო დღეს უსუსური და დაუცველია. ნუ გაბოროტდებით და ნუ გაცვლით ყველაზე ღირსეულს დროებით ბედნიერებაში... თუ არავის და არაფრის გეშინიათ, შეგახსენებთ, რომ ღმერთის გეშინოდეთ!",
- ნათქვამია განცხადებაში.

იუმორისტ დათო როსტომაშვილს გუშინ ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს. შესაბამისი გამოკვლევები მას ინგოროყვას კლინიკაში უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი უკვე დააკავა.

თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული ისნის პოლიციიდან გაიქცა. "თავდამსხმელი კი დააკავეს მაგრამ ამ წუთას ისნის რაიონული პოლიციის სამმართველოდან გაექცათ"- დაწერა მელიამ "ფეისბუქზე". აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.

წაიკითხეთ: დავით როსტომაშვილი თავდასხმის მომენტში შვილთან ერთად იმყოფებოდა - იუმორისტზე თავდასხმის ახალი დეტალები
10:50 / 29-06-2017
ლამარა
1
ისე გადავკეთდით ქართველები, ისე გავბოროტდით, რომ ყველას ცუდი გვიხარია ვისაც მატერიალური შესაძლებლობები უკეთესად აქვს, ვიდრე ჩვენ... აი ლანძღვა-გინებაში კი ბადალი არა გვყავს...
10:32 / 29-06-2017
ლამარა
1
ისე გადავკეთდით ქართველები, ისე გავბოროტდით, რომ ყველას ცუდი გვიხარია ვისაც მატერიალური შესაძლებლობები უკეთესად აქვს, ვიდრე ჩვენ... აი ლანძღვა-გინებაში კი ბადალი არა გვყავს...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:22 / 18-08-2017  Image Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"მენატრები დეე !!!!!! გვენატრები დედიკუნა...გვენატრები..."
21:27 / 18-08-2017  Image გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები
"გაირკვა, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის"
20:07 / 18-08-2017  Image "ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
"ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
19:08 / 18-08-2017  Image ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის სიმღერებიც ჩეჩნური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო
ჩეჩნეთში ადამიანების გაუჩინარების პროცესი გრძელდება
18:22 / 18-08-2017  Image მუხის კასრი თუ უჟანგავი ფოლადის საღვინე ჭურჭელი? - ორივეს უპირატესობები
ღვინო მუხის არომატებით უფრო მდიდრდება კასრში დავარგების დროს, ვიდრე იგივე კასრში ალკოჰოლური დუღილის ჩატარებისას
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49