ილია მეორემ მონარქიის მნიშვნელობაზე იქადაგა: "ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება..."

ილია მეორემ მონარქიის მნიშვნელობაზე იქადაგა: "ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება..."

"საქართველო არის უძველესი მონარქია. კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი", - განაცხადა უწმინდესმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშვიდობისაკენ.

სკანდალური ქადაგების შემდეგ დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს - "ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია..."

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა