ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია - ბოლო ინფორმაცია აგლაძის ქუჩიდან

ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია - ბოლო ინფორმაცია აგლაძის ქუჩიდან

დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

როგორც ზავრადაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია და მის დასადგენად ტერიტორიაზე შესაბამისი უწყებები მას შემდეგ შევლენ, რაც ამ დროისთვის არსებული დაკვამლიანება მოიხსნება.

ნახეთ პირდაპირი ეთერის ჩანაწერი - რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე და რაზე საუბრობენ დაზარალებულები

"ცეცხლი უკვე ჩამქრალია. ამ წუთებში ვიმყოფები ხანძრის პირველ კერასთან - მანქანების ნაწილების ერთ-ერთ მაღაზიაში. შემიძლია გითხრათ, რომ ამ დროისთვის დარჩნილია მხოლოდ დაკვამლიანება, რაც ასევე უახლოეს პერიოდში იქნება სრულად აღკვეთილი. ხანძარი დაახლოებით საათის და 20 წუთის წინ გაჩნდა. სახანძრო ბრიგადები ოპერატიულად მივიდნენ და დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა ცეცხლის ჩაქრობა, თუმცა ვინაიდან ტერიტორიაზე არის ადვილად აალებადი პროდუქცია, ნახევარი საათის შემდეგ ხანძარი ისევ თავიდან გაჩნდა", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა განაცხადა, ხანძრის შედეგად 2300 კვადრატული მეტრია დამწვარი.

ამ დროის მონაცემებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული

წაიკითხეთ: ელიავაზე მაღაზიების მფლობელები მეხანძრეების მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი