ოთო აბესაძის ადვოკატის პირველი კომენტარი

ოთო აბესაძის ადვოკატის პირველი კომენტარი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. აბესაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა მისი დაცვის ქვეშ მყოფს უახლოეს საათებში შეხვდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭკადუამ განუცხადა, მან ჯერჯერობით არ იცის, რა პოზიცია აქვს აბესაძეს და აღიარებს თუ არა დანაშაულს.

მისი თქმით, მერიის თანამშრომლის პოზიცია მასთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, ტივზე რესტორანის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით მიღების სანაცვლოდ ერთ-ერთ პირს 3000 დოლარი გამოართვა.

წაიკითხეთ: ვინ არის და რატომ დააკავეს 28 წლის ოთარ აბესაძე, რომელსაც "ოცნების ბიჭს" ეძახია

ნახეთ ვიდეო: რას საქმიანობდა ოთო აბესაძე დაპატიმრებამდე - ახალგაზრდა ჩინოვნიკის კრახით დასრულებული წარმატებული კარიერა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი