"მე საბოდიშო არაფერი მაქვს" - კორკოტაშვილი აღიარებს, რომ თათია დოლიძეს შეურაცხყოფა მიაყენა

"მე საბოდიშო არაფერი მაქვს" - კორკოტაშვილი აღიარებს, რომ თათია დოლიძეს შეურაცხყოფა მიაყენა

გია კორკოტაშვილი თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე განმარტებას აკეთებს. "ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ დოლიძეს შეურაცხყოფა ნამდვილად მიაყენა, თუმცა აქვე დასძენს იმასაც, რომ ორ ადამიანს შორის საუბარი მუქარა ნამდვილად არ არის.

"იქ დამიწერეს, რომ გაუპატიურებით დაემუქრნენ. გაუპატიურებით დამუქრება არის, როდესაც ადამიანს პირადად დაურეკავ და ეტყვი, რომ მე შენ გიზამ ამას და ამას. ორ ადამიანს შორის რა სლენგია, უზრდელური თუ არის და გინებით თუ გამოვხატავ მე ამას, ვისი რა საქმე არის გამაგებინეთ. მე არსად არაფერი საბოდიშო არამაქვს".

თათია დოლიძის მიმართ ქსენოფობიური ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები, 16 ივლისს "ფეისბუქზე" სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ, რომლებიც მუქარად აღიქმებოდა.

იხილეთ ვიდეო

"იქ დედაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის...ვიმუშავებ ანაზღაურების გარეშე" - ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა მზადაა კლინიკაში ექთნის დამხმარედ იმუშაოს

"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ