შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მაღალჩინოსანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მაღალჩინოსანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ტაკიძე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა და ამ დროის განმავლობაში აპარატზე იყო მიერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძე  25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი