ფოტო არქივიდან: ბავშვობის მეგობრები - გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მიტროპოლიტი შიო...

ფოტო არქივიდან: ბავშვობის მეგობრები - გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მიტროპოლიტი შიო...

ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ბრძანება წაიკითხა, რომელიც უწმინდესის თქმით, დღეს დაიწერა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი", - ნათქვამია ილია მეორეს ბრძანებაში.

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) 48 წლისაა. ის ბერად 24 წლის ასაკში, 1993 წელს აღიკვეთა. მოზარდობის ასაკში ელიზბარ მუჯირი დღეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სახეებთან მეგობრობდა. საარქივო ფოტოეზე, რომელიც წლების წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში ერთ ფოტოზე აღბეჭდილნი არიან: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რეჟისორი გიო მგელაძე, მამა გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე), ქორეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი)...

რეჟისორმა გიო მგელაძემ ამ ფოტოს შესახებ ასეთი ისტორია გაიხსენა "კვირის პალიტრასთან" საუბარში:

- ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს. 17-18 წლისები ვართ. მარცხენა რიგში სხედან (მარცხნიდან) ირაკლი კაკაბაძე, ლევან ვასაძე, ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გიორგი მარგველაშვილი, ბერი, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე) და მე - ანარქისტი-ქრისტიანი, პაციფისტი, მეომარი გიო მგელაძე...

არ მახსოვს, ჩვენ ვთხოვეთ პატრიარქს რომ შეგვხვედროდა თუ პატრიარქმა დაგვპატიჟა. მახსოვს ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს: "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო". ახლა ის ეპისკოპოსია, ქორეპისკოპოსი... ამ ფოტოზე ყველანი ძალიან სერიოზულები ვართ, ამ დროს, მახსოვს აუდიენცია 2 საათიი გაგრძელდა, ყოფნა-არ ყოფნაზეც მხიარულად ვსაუბრობდით, ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილიაც და ძალიან ბევრი ვიცინეთ. პატრიარქი მოვიდას ნაცვლად "მოიდას" იძახის და ყველა "მოიდაზე" ექვსივე "მაქსიმალისტი" სიცილით "ვიხეოდით", რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა" წაიკითხეთ მეტი

წაიკითხეთ ვრცლად: ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა

სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ბაზრის წესებზე იმსჯელეს

შეხვდა თუ არა გიორგი შაქარაშვილის ოჯახი პრემიერს?

ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი