კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
23:23 / 06-12-2017
"5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი" - რას ამბობს გარდაცვლილი მსაჯის მეუღლე
ფეხბურთის მსაჯის, ილო ტუღუშის ოჯახი აცხადებს, რომ ის მოკლეს. როგორც ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა განაცხადა, მისი მეუღლის გარდაცვალება, სავარაუდოდ, რაღაც თანხას უკავშირდება.

"გიორგი ბინალიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ჯემალ ჩხაიძე იყვნენ. ფეხბურთში არიან გარეული. აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი. მე არ დავინდობ, ყველას ამოვალპობ", - განაცხადა ეკა ტუღუშმა.

იხილეთ ვიდეო:  "ჩემი შვილი დარბოდა, ის ფული რომ
დაებრუნებინა" - რაზე საუბრობს გურიაში გარდაცვლილი ფეხბურთის მსაჯის ილო ტუღუშის ოჯახი?


გარდაცვლილის დედის, მანანა ტუღუშის განცხადებით, მასთან ფედერაციიდან იყვნენ მისული. "აქ იყვნენ მოსული, ჩემი შვილი იკითხეს, ტელეფონს არ პასუხობდა. მოსული იყვნენ, ფედერაციიდან ვართო. ორი ბათუმიდან იყო. არ გაახმიანოთო, გვეუბნებოდნენ. შვილი მომიკლეს, მაგრამ რაზე მომიკლეს, არ ვიცი", - განაცხადა მანანა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.
12:16 / 07-12-2017
gaugebaria
2
ცოლს რომ ათი წელი უცხოეთში გაუშვებენ და დაიჩივლებენ, მღალატობსო, შვილს რომ ჯარში უშვებენ და ავღანეთში, მერე რატო დაიჭრაო, თუ თამაშებს რომ ყიდიან ან სხვა დანაშაულს ჩადიან, მერე თავი რატო ჩამოიხრჩოო.

ჯემალი, გორიდან.
11:17 / 07-12-2017
chven vart givi
0
ლეილას და როდის ვიყავით ნორმალურები,90 ანებში ერთმანეთს რომ ცხოცავდით,მიშას დროს ხალხს რომ ხოცავდა მთავრობა და ვითომ არაფერი ხდებოდა
მსგავსი სიახლეები
"ტელეფონზე არ რეკავდნენ, წერილები მოდიოდა ჩემი მამიდის სახლში, რომელიც თბილისში ცხოვრობს"
"კაცისთვის ოჯახი აუცილებელია. დედა სხვა არის, მამა - სხვა, დები - სხვა"
სასურველია, რომ 2 წლამდე ბავშვის გაზრდა-აღზრდაში დედა მაქსიმალურად იყოს ჩართული
ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენს გვერდით ასეთი ამბებიც ხდება
"მის ნა­წე­რებს რო­ცა ვკითხუ­ლობ, ყო­ველ ჯერ­ზე რა­ი­მე ახალს აღ­მო­ვა­ჩენ ხოლ­მე"
საზოგადოების ყურადღებას მეუფე დიმიტრი იმიტომაც იპყრობს, რომ პატრიარქის ერთ-ერთი ყველაზე ახლო ადამიანია
"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პრემიერმა კახეთის გუბერნატორს დაურეკა და ოჯახისთვის სახლის მოძიება დაავალა"
"...ის ვერ იტანდა თავის ცოლს! ვერ იტანდა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49