ქართველი ვარსკვლავების სახ­ლე­ბი

ქართველი ვარსკვლავების სახ­ლე­ბი

მარ­თა­ლია ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს ჰო­ლი­ვუ­დელ­თა მსგავ­სი სრა­სა­ხ­ლე­ბი არა აქვთ, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მარ­თლაც მშვე­ნი­ერ სახ­ლში ცხოვ­რობს. ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც მსა­ხი­ობ ია ფა­რუ­ლა­ვას ძვე­ლე­ბუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რით ნა­გე­ბი სახ­ლი-­ცი­ხე­სი­მაგ­რე­ა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს მშობ­ლე­ბის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერ­გო. ფა­რუ­ლა­ვა ამ­ჯე­რად ვე­რა­ზე მარ­ტო ცხოვ­რობს და აპი­რებს ძველ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ეს სახ­ლი მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­დოს...

ყვე­ლას­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რა გა­დახ­დათ თავს კა­ხი­ა­ნებს ამ ზაფ­ხულს - ისი­ნი სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლი­დან აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რომ გა­მო­ა­სახ­ლა და ახ­ლა მცხე­თა­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც ულა­მა­ზე­სი აგა­რა­კი აქვთ. ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის და მი­სი დე­ბის მე­გობ­რე­ბი იქ ხში­რად ჩა­დი­ან გა­სა­რუ­ჯად. იმე­და კა­ხი­ან­მა მცხე­თა­ში სახ­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ 2 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. შემ­დეგ ბა­ღი გა­ა­შე­ნეს, ყვა­ვი­ლე­ბი დარ­გეს და ახა­ლი სახ­ლი აა­შე­ნეს. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ აუ­ზი ეზო­ში შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის თხოვ­ნით აა­შე­ნა და ახ­ლა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით უზო­მოდ კმა­ყო­ფი­ლი­ა...

ულა­მა­ზე­სი სახ­ლი აქვთ წყნეთ­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ენერ­გე­ტი­კის მი­ნისტრ კა­ხი კა­ლა­ძეს და დი­ზა­ი­ნერ ანუ­კი არე­ში­ძეს. კა­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ზაფ­ხულს ძი­რი­თა­დად წყნეთ­ში ატა­რებს და დიდ ოჯა­ხურ წვე­უ­ლე­ბებს სწო­რედ ამ სახ­ლში მარ­თავს. მათ სახ­ლი თბი­ლის­სა და სამ­ტრე­დი­ა­შიც აქვთ...

მო­დე­ლი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ფეხ­ბურ­თე­ლი ზუ­რა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რო­ბენ. წყვილ­მა ოთხ­ო­თახ­ნა­ხევ­რი­ა­ნი ბი­ნა მა­შინ შე­ი­ძი­ნა, რო­ცა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი ინ­გლის­ში თა­მა­შობ­და. ეს საქმე მშობ­ლებს ან­დეს და არც შემ­ცდა­რან - ეს ვე­რან­დი­ა­ნი ბი­ნა მათ გე­მოვ­ნე­ბას სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრები სტადიონთან დახვდნენ - ემოციური ფოტორეპორტაჟი

"2 თუ 3 ვაქცინა ბოლო ფაზაზეა, ქვეყნებს 8 მლრდ დოზა შეკვეთილი აქვთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე საქართველოში შეზღუდვების გაფართოვებაზე

"უბედური შემთხვევა მოხდა... ჩემი მეზობელი კვამლით გაიგუდა" - რას ამბობს სერგეენკო, რომლის კორპუსშიც ბინა დაიწვა