2014 წლის დადგომა ერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიულოცა. Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ მისალოც ტექსტს:
"ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მომავალი ნათელია ჩვენი, საიმედოა. საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და მე ვიტყოდი, მთელმა კავკასიამ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი და ამიერკავკასია კი არ უნდა იყოს წინააღმდეგობის და დაპირისპირების ასპარეზი, არამედ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ასპარეზი უნდა გახდეს. მე დღეს გულითადად ვულოცავ ახალ წელს მთელს საქართველოს. ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს და ყველას ვინც ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ იმედით ვხედავთ, ვუყურებთ მომავალს და ეს იმედი დამყარებულია ჩვენს რწმენაზე. მართლმადიდებელი სარწმუნეობა, სიყვარული და სასაოება უნდა სუფევდეს ადამიანის გულში" - ამბობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.