"ეს ფაქტი ვიღაცამ რაღაცნაირად გამოიყენა" - დედა პარასკევას მორიგი განმარტება

"ეს ფაქტი ვიღაცამ რაღაცნაირად გამოიყენა" - დედა პარასკევას მორიგი განმარტება

მამა გაბრიელი ყველას უსრულებს სურვილს, საიდანაც არ უნდა შეევედრონ, - ამის შესახებ დედა პარასკევამ მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელი არ არის შობას მამა გაბრიელის საფლავთან მოსვლა, მომლოცველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ მამა გაბრიელის საფლავზე.

"მამა გაბრიელის საფლავზე ყოველდღე შეიძლება მოსვლა. ყოველდღე ხდება სასწაულები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შობას უნდა მოვიდეს ყველა. არ არის აუცილებელი 7 იანვარს მოსვლა, მამა გაბრიელი ყველას უსმენს ყოველთვის. ვთხოვე მამა გაბრიელს, რომ ხალხი ძალიან მოწყენილი ევედრებოდა და შეწეოდა ამ ხალხს, რომ რწმენაში გაძლიერებულიყვნენ. მერე ეს ფაქტი ვიღაცამ რაღაცნაირად გამოიყენა, არავითარი ხილვა არ მქონია. ასე, რომ შევევედრე, ვიღაცამ ეტყობა სხვანაირად გამოიყენა. ხვალ უდიდესი საუფლო დღესასწაულია, მაგრამ აუცილებელი არ არის შობას მოვიდნენ მამა გაბრიელის საფლავზე, მამა გაბრიელი ყველას უსრულებს სურვილს, საიდანაც არ უნდა შეევედრონ მას", - განაცხადა დედა პარასკევამ.

ასევე იხილეთ: საპატრიარქოს ოფიციალური პასუხი მამა გაბრიელის საფლავთან დაკავშირებულ მოვლენებზე

ამ დროისათვის მამა გაბრიელის საფლავზე მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ძირითადად, მომლოცველები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას სთხოვენ მამა გაბრიელს. მომლოცველთა რიგებს ორგანიზებას უწევენ  საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

რაც შეეხება უშუალოდ მცხეთაში შესვლას, ქალაქში ავტომობილების შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. მომლოცველები საქართველოს ყველა კუთხიდან მიდიან.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია