ხმაურიანი საპროტესტო აქცია-კონცერტი მერიასთან ვაკის პარკის გადასარჩენად (+ფოტორეპორტაჟი)

ხმაურიანი საპროტესტო აქცია-კონცერტი მერიასთან ვაკის პარკის გადასარჩენად (+ფოტორეპორტაჟი)

"გადავარჩინოთ ვაკის პარკი" - ამ ლოზუნგმა დღეს მერიასთან სამოქალაქო საზოგადოება და ცნობილი სახეები გააერთიანა. აქციის მონაწილეები ვაკის პარკში, ჭავჭავაძის #68-ში დაგეგმილ სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ. მშვიდობიანი აქცია-კონცერტი 13 საათზე დაიწყო და ჩემდა გასაკვირად, დაახლოებით თხუთმეტ წუთში მერიის მიმდებარე ტეროტიორია ხალხით აივსო. ყველაზე მეტად კი მოძრაობა "პარტიზანი მებაღეების" წევრები აქტიურობდნენ.

აქციის ორგანიზატორებს შენობის კედლები ბანერებით აუჭრელებიათ: "მერია მეტასტაზია, მერია ჩვენი მტერია", სასტუმრო ჟანგბადს არ გამოყოფს", "ფულს ვერ ისუნთქებ", "ხერხს ჟანგი, ხალხს ჟანგბადი"...

იყო არაეთიკური ლოზუნგებიც...

ვიღაცას კი ლექსის წერის მუზა მოსვლია: "განაპირობებს ჩვენს რეაქციას, ის რომ გვიზღუდავთ რეკრეაციას".

იქვე მერიის ეზოში მაგიდასთან მოფუსფუსე ხალხი იქცევს ყურადღებას. "პარტიზანი მებაღეები" მოქალაქეების ხემოწერებს მერიაში წარსადგენად ამზადებენ.

მოწოდება ერთადერთია - "ბოიკოტი მწვანე საფარის გამანადგურებლებს". პარტიზანი მებაღეები მხოლოდ შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობას არ გაუბრაზებია.

ხელმოწერების პარალელურად მერიის წინ საპროტესტო აქცია-კონცერტი მიმდინარეობდა. მუსიკოსებს შორის იყვენენ: სამორი ბალდე, Z for Zulu, ბაკურ ბურდული, Giorgi Marr(ZurGi, Str!ng), Gravity, Juno Q Beat, DJ Grotask, Kozmana, Jorjick, შოთა ადამაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, Me and My Monkey.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ | ვაკის პარკის ნაწილს გაჩეხვა ემუქრება - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე ნარგავების ნაცვლად

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია