7 ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

7 ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

თბილისში გზების პრობლემა მუდმივი განსჯის თემაა. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზთა უმეტესობა (მძღოლების შეცდომების გარდა) მოუწესრიგებელი გზები და მოძრაობისთვის მოუხერხებლად დაპროექტებული გზის მონაკვეთებია. ავტოსაგზაო შემთხვევა, შესაძლოა, ნებისმიერ გზაზე მოხდეს, მაგრამ თბილისში არსებობს ადგილები, სადაც ავარიები ზედმეტად ხშირად ხდება.

ამ თემასთან დაკავშირებით საგზაო უსაფრთხოების ექსპერტ კონსტანტინე მჭედლიშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც შვიდი ყველაზე სახიფათო გზის მონაკვეთი, რა თქმა უნდა, შესაბამისი არგუმენტებით დაგვისახელა.

კონსტანტინე მჭედლიშვილი: "გზის მონაკვეთების საშიშროება საგზაო სატრანსპოტო შემთხვევათა განაწილების კარტოგრამის მიხედვით დგინდება, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების მეტი კონცენტრაციაა, იქ არის გზის საშიში მონაკვეთიც. გზა, ერთი შეხედვით, შეიძლება, კარგ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ სწორედ ამის გამო იყოს საშიში...

გმირთა მოედანი

ეს ადგილი თბილისში ავარიულად ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. ზოგადად, კვანძი უნდა იყოს მოსარგებლისთვის ძალიან ნათელი და ხაფანგებს არ უნდა უგებდეს მას, გმირთა მოედანი კი ხაფანგებითაა სავსე. ეს ხაფანგები შემდეგნაირად არის დაგებული: გმირთა მოედანზე მარჯვნივ რომ მოუხვიო, საიდანაც არ უნდა შემოხვიდე, ჯერ მარცხნივ უნდა გადაეწყო და მერე მარჯვნივ გადახვიდე. ძალიან ვიწროა ერთზოლიანი ესტაკადები - მოძრაობის ინტენსივობა დაბალიც რომ იყოს, ორი მსუბუქი ავტომობილის გასავლელი უნდა დავტოვოთ.

ჩიხი კაზინო აჭარასთან

მეორე საკმაოდ სახიფათო ადგილია კაზინო აჭარასთან მდებარე გზის მონაკვეთი, რომლითაც პეკინის ქუჩისკენ გადავდივართ. ამ ქუჩის სქემა თავიდან დროებითი იყო, თუმცა, უკვე 12 წელია მუშაობს. გზის ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია, აქ ძალიან ხშირია შეფერხებები და საცობები. ამ მონაკვეთის სახიფათოობას იწვევს ისიც, რომ ძალიან ბევრი ქვეითი გადაადგილდება, რომლებიც წესებს ძირითადად არ იცავენ და გადადიან სადაც უნდათ და როგორც უნდათ.

დიდუბის სადგურის კვანძი

რთული და სახიფათოა დიდუბის სადგურის მიმდებარე კვანძიც. აქაც უდიდესი შეფერხებებია, რის გამოც ეს მონაკვეთიც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. ეს ბევრი ბენზინგასამართი სადგურების ბრალიცაა - ერთ ადგილზე ამდენი არ უნდა იყოს. ერთი ფატარა აფეთქების მუხტი რომ დაუდოს ვინმემ, ამ მონაკვეთზე ნამდვილი არმაგედონი მოხდება.

მარჯვენა და მარცხენა სანაპირო

საკმაოდ სახიფათოა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები. განსაკუთრებით სახიფათოა მარცხენა სანაპირო - მაგალითად იქ, სადაც ვერის ხიდი ჩამოდის, ორივე მხარეს საშიშია. მთელი სანაპირო გასაფართოებელია, რათა ამ მონაკვეთზე ავარიული შემთხვევების რაოდენობამ იკლოს.

იხილეთ სრულად

ასევე დაგაინტერესებთ:

5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში:

შსს-ს ოფიციალური მონაცემები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია