პეკინზე სასტიკად მოკლული ტრანსგენდერის მეგობარი მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს

პეკინზე სასტიკად მოკლული ტრანსგენდერის მეგობარი მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს

პეკინზე სასტიკად მოკლული ტრანსგენდერის მეგობარი მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს. როგორც Ambebi.ge-ს მოკლულის მეგობარმა განუცხადა, გარდაცვლილი პროსტიტუციით იყო დაკავებული და მკვლელობა სავარაუდოდ, კლიენტმა ჩაიდინა - "გარდაცვლილი იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. ლუსი იყო ტრანსგენდერი, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, პროსტიტუციით იყო დაკავებული, არ მუშაობდა არსად. კლიენტებს სახლში იღებდა და სავარაუდოდ, ერთ-ერთ კლიენტთან მოუვიდა უთანხმოება, შელაპარაკება და ამის ნიადაგზე მოხდა მკვლელობა.

გამოძიება უკვე დაიწყო, გუშინ დილის ხუთ საათზე ჩემთან იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ყველა ტრანსგენდერს ეძებდნენ,  რომელიც შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო ამ ადამიანთან".

გარდაცვლილის მეგობრის თქმით, მისი მეგობარი საკმაოდ მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, გარეთ იშვიათად გამოდიოდა და რაიმე პრობლემა აქამდე არ ჰქონია.

პეკინის #14-ის ერთ-ერთ ბინაში წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე ხანძარი გაჩნდა. მეზობლის თქმით, დაახლოებით 25 წლის ახალგაზრდა ჯერ მოკლეს და შემდეგ ბინას ცეცხლი წაუკიდეს. მისივე ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო.

"ჩემი ინფორმაციით, ახალგაზრდასთან ვიღაც იყო. პოლიცია და სასწრაფო მოვიდა. მე, ღამის 12 საათზე მეზობელმა დამირეკა და, რომ გამოვედი, ყველაფერი იწვოდა. მანამდე ჩხუბი და ხმაური არ გამიგია. თქვეს, რომ ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს. კარები ვერ გააღეს, გარედან იყო დაკეტილი. ეტყობა ბინაში იყო ისეთი ვინმე, ვისაც გასაღები ჰქონდა. გარდაცვლილი მაღალი, გამხდარი კაცი იყო", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა ყელის არეში იყო დაჭრილი. ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. ადგილზე აღარ იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

ნუცა ახალკაცი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ| პეკინზე მოკლული ტრანსგენდერის უკანასკნელი სატელევიზიო ინტერვიუ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია