პეკინზე მოკლული ტრანსგენდერის უკანასკნელი სატელევიზიო ინტერვიუ

პეკინზე მოკლული ტრანსგენდერის უკანასკნელი სატელევიზიო ინტერვიუ

პეკინზე სასტიკად მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. ის საბი, იგივე ბექა ბერიანია, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენელი იყო. ტრანსგენდერის მეგობარმა მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე Ambebi.ge-სთან ისაუბრა. მისი თქმით, გარდაცვლილი პროსტიტუციით იყო დაკავებული და მკვლელობა, სავარაუდოდ, კლიენტმა ჩაიდინა (იხილეთ სტატია).

მას შემდეგ, რაც საბიმ ღიად განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერია, ახალგაზრდა რამდენიმე სატელევიზიო შოუსა და საგაზეთო ინტერვიუში მიიწვიეს. ის უკანასკნელად მაია ასათიანის "პროფილს" სტუმრობდა, რომელშიც ახალგაზრდამ ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა ცხოვრება 19 წლის ასაკში.

ინტერვიუში ის ამბობს, რომ ცვლილებების შემდეგ მან ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან კონტაქტი შეწყვიტა და დედა ერთადერთია, ვისთანაც ურთიერთობა შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ პეკინის #14-ში მდებარე ერთ-ერთ ბინაში უბედური შემთხვევა წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა. მეზობლებმა ხანძრის შესახებ შეიტყვეს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ყელის არეში იყო დაჭრილი. მეზობლების თქმით, 25 წლის ახალგაზრდა ჯერ მოკლეს და შემდეგ ბინას ცეცხლი წაუკიდეს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია