იტალიაში 31 წლის თამუნა ტრაპაიძის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - ქართველი ემიგრანტი მოწამლულია

იტალიაში 31 წლის თამუნა ტრაპაიძის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - ქართველი ემიგრანტი მოწამლულია

იტალიაში, კერძოდ ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის თამუნა ტრაპაიძე ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, თამუნა ტრაპაიძე ერთ-ერთ მოხუცთან მომვლელად მუშაობდა. ინტოქსიკაციის მიზეზად სახლში კედლების შეღებვა სახელდება.

როგორც იტალიური მედია წერს, მოხუცის მომვლელმა უამინდობის გამო შეღებილი ოთახები ვერ გაანიავა, რის გამოც მოიწამლა. ექიმთან წასვლა ვერ შეძლო იმის გამო, რომ დოკუმენტები არ ჰქონდა. ამიტომაც სახლის პირობებში გადაწყვიტა, რძე დაელია. წინასწარი ვერსიით, გოგონას მდგომარეობის გაუარესება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რაც ფატალურად დასრულა.

გოგონა გარდაცვლილი თავად მოხუცმა იპოვა. გამოძიება დაწყებულია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

ასევე დაგაინტერესებთ| ახალი დეტალები იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ქალის შესახებ და მეგობრის სევდიანი წერილი: "ეს საშინელი ისტორიაა, რომელიც იტალიაში იწერება..."

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია