ახალი დეტალები იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ქალის შესახებ და მეგობრის სევდიანი წერილი: "ეს საშინელი ისტორიაა, რომელიც იტალიაში იწერება..."

ახალი დეტალები იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ქალის შესახებ და მეგობრის სევდიანი წერილი: "ეს საშინელი ისტორიაა, რომელიც იტალიაში იწერება..."

განახლება| იტალიაში 31 წლის თამუნა ტრაპაიძის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - ქართველი ემიგრანტი მოწამლულია

იტალიაში 31 წლის ქართველი გოგონა გარდაიცვალა. ის 26 მარტს გამთენიისას იმ სახლში გარდაიცვალა, რომელშიც მომვლელად მუშაობდა და ცხოვრობდა, - ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

გარდაცვლილის შესახებ ახალი ინფორმაცია მისი მეგობრის, თამუნა კაკაურიძისგან გახდა ცნობილი, რომელიც მეგობარს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ახასიათებს და მის ფოტოსაც აქვეყნებს.

"თბილი ... ხალისიანი... ლამაზი... ესეთი იყავი ყველასთან. ამას ყველა ვიხსენებთ დღეს, თუმცა გარდაიცვლება და ყველას კარგად იხსნებებენო, ეგრე არ არის.

იყო შენში რაღაც განსხვავებული და ეს არ იყო შეუმჩნეველი. დამენანე და დაგვენანე ყველას. გუშინ ცოცხალი, დღეს კი უკვე გარდაცვილი. ვზივარ და რაღაც უაზრობას ვწერ, რაც ალბათ არავის აინტერესებს ჩემი აზრები. როგორც ყოველთვის, ეხლაც ცრემლმა ამივსო თვალები... ცრემლმა, რომელიც ძალიან შემეჩვია. ცრემლი, რომელიც მეხმარება ტკივილის გადატანაში და სულ ცოტა ხნით მოშორებაში. დღეს ცრემლი არის ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი. რატომ? არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ გრძნობს და ვერაფერს ამბობს...

ძალიან დიდი ტკივილი ხარ, თამო. სასიამვო გარეგნობის ახალგაზრდა, ლამაზი გოგო. დადებითი აურით, სათნო, კეთილი. დასანანია, რომ ესე ტრაგიკულად ტოვებს სიცოცხლეს... უყურადღებობით, თუ ბედისწერით, 26 მარტს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის სიცოცხლე დასრულდა სახელად თამარ ტრაპაიძე...

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ეს არა მარტო ოჯახის, არამედ ყველა ემიგრანტის, ყველა ქართველის ტკივილია; საშინელი ისტორიაა, რომელიც იწერება იტალიაში...", - წერს თამარ კაკაურიძე.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის თამარ ტრაპაიძე იტალიაში მომვლელად მუშაობდა.

მეტი ინფორმაციისთვის| იტალიაში მოხუცის მოსავლელად წასული 31 წლის ქართველი ქალი გარდაიცვალა

ტელეფონზე უთხრა ახლობელს, რომ პოლონეთიდან დაბრუნებულმა, თვითიზოლაციის წესი დაარღვია - თბილისი-ზუგდიდის "მარშრუტკის" მგზავრი კარანტინში გადაიყვანეს

საირმეში საკარანტინო ზონა მოეწყო, სადაც ქუთაისის აეროპორტში ჩასული მგზავრები გადაიყვანეს

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა