სპორტის სასახლესთან სახლი ჩამოინგრა - ნანგრევებში მუშაა მოყოლილი

სპორტის სასახლესთან სახლი ჩამოინგრა - ნანგრევებში მუშაა მოყოლილი

თემის განახლება|სპორტის სასახლესთან შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, სპორტის სასახლის უკან საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, ნანგრევებშია ერთი ადამიანი მოყოლილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ამასთან, შენობაზე, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, ორი სართულის დაშენებას აპირებდნენ და მუშები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.

"გავიგე საშინელი ხმა, გავიხედე და დავინახე შენობის ერთი ნაწილი მთლიანად არის ჩამოშლილი. ნანგრევებში მოყვა მუშა, თუმცა ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ამოიყვანეს და ცოცხალია", - უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას.

"ინტერპრესნიუსის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია