რა მდგომარეობაშია ჩოგბურთელი სანდრო მეტრეველი მძიმე ავარიის შემდეგ

რა მდგომარეობაშია ჩოგბურთელი სანდრო მეტრეველი მძიმე ავარიის შემდეგ

30 აგვისტოს, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიაში მძიმედ დაშავდა საქართველოს ნაკრების ყოფილი ჩოგბურთელი სანდრო მეტრეველი და მასთან ერთად მყოფი ორი პირი.

ავტომობილი, რომელსაც ჩოგბურთელი მართავდა დიდი სისწრაფით შეეჯახა ბოძს, რისი ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. სამივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. სანდრო მეტრეველის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მას ელისაბედ ბლექველის კლინიკაში ოპერაცია უტარდება. AMBEBI.GE ჩოგბურთელის მამას ირაკლი მეტრეველს დაუკავშირდა:

- სანდროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას დაზიანებები მიღებული აქვს ფეხებზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შანხაიზე გადაიყვანა კლინიკაში, სადაც ოპერაციას უკეთებენ.

- რა გახდა ავარიის მიზეზი?

- არ მქონია სანდროსთან შესვლის საშუალება, შესაბამისად არ ვიცი, ზუსტად რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი.

- ცნობილია, რომ სანდრო გოგონასთან ერთად იმყოფებოდა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ის გოგო კარგად არის, მას არ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.

ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდრე მეტრეველის თქმით, ჩოგბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "სანდროს მოტეხილობები აქვს. მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე იხილეთ: თამარაშვილზე მომხარი საზარელი ავარიისას დაშავებული ჩოგბურთელი სანდრო მეტრეველი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია