ვინ იყო 19 წლის გოგონა, რომელიც ელიავას ბაზრობასთან მანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპა

ვინ იყო 19 წლის გოგონა, რომელიც ელიავას ბაზრობასთან მანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპა

გუშინ, 2 მაისს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადადიოდა. მასთან ერთად მანქანამ კიდევ ერთ პირს დაარტყა, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, გარდაცვლილი 19 წლის ჯული დავითაძეა. გოგონა მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლიდანაა და თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული. დედაქალაქში ჯული დასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც სტუდენტია.

ფეისბუქის გვერდზე გარდაცვლილი გოგონას ნათესავი ფოტოებს და სამძიმრის ტექსტს ავრცელებს:

"ჩემო გემრიელო ჯული, მოგვიკალი დღეს გული. შენ ლამაზ სახეზე სულ ღიმილი იყო... შენი ცხოვრება ახლა იწყებოდა... რატო მოხდა ასე?" - წერს გარდაცვლილის ნათესავი თეონა დავითაძე.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია