ვანო ზოდელავას ტრეპანაცია ჩაუტარდა

ვანო ზოდელავას ტრეპანაცია ჩაუტარდა

თბილისის ყოფილ მერს ვანო ზოდელავას "ნიუ ჰოსპიტალში" ტრეპანაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვანო ზოდელავა ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ექიმები ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზოდელავა ავარიაში წუხელ მოყვა. ის აზერბაიჯანიდან საქართველოში მოემართებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა.

იხილეთ ვიდეო

ფოტოები ავარიის ადგილიდან, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი მძიმედ დაშავდა

წაიკითხეთ ასევე: თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა - დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია