ცხედრები მშობლებმა იპოვეს... - რას ყვებიან ბათუმში გარდაცვლილი ახლგაზრდების შესახებ ადგილობრივები

ცხედრები მშობლებმა იპოვეს... - რას ყვებიან ბათუმში გარდაცვლილი ახლგაზრდების შესახებ ადგილობრივები

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდები ბათუმში დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩასული და მათი ცხედრები მშობლებმა იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა განუცხადეს, მოზარდები ბათუმში დასასვენებლად რამდენიმე დღის ჩასულები იყვნენ, თუმცა ოთხი დღე არ გამოჩენილან, რის შემდეგაც ადგილზე მათი მშობლები ჩავიდნენ.

იხილეთ ვიდეო

"დაახლოებით 4 დღის განმავლობაში მშობლები ცდილობდნენ მათთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. დღეს ჩამოვიდნენ და სახლი იპოვეს, სადაც მათი შვილები იყვნენ. კარი დაკეტილი იყო და გამოიძახეს სამაშველო სამსახური. სახლში შესვლის შემდეგ ასეთი სურათი დახვდათ. როგორც ვიცით, გარდაცვლილთაგან ერთი მარტყოფიდან იყო, ხოლო მეორე თბილისიდან", - განაცხადა ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ლევან ფუტკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ერთ-ერთ სახლში 17 და 18 წლის მოზარდები გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წაიკითხეთ: ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები ნაწამები არიან - ერთ-ერთს სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია