მეხანძრეები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბლოკირებულ კორპუსში ხანძარს აქრობენ

მეხანძრეები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბლოკირებულ კორპუსში ხანძარს აქრობენ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა დაიწყეს. ცოტა ხნის წინ, სპეცოპერაციის დროს განხორციელებული სროლებისა და აფეთქებების შედეგად კორპუსის რამდენიმე სართულზე ძლიერი ცეცხლი გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის საკმაოდ ძლიერია. დადგილზე შეინიშნება დაკვამლიანებაც.

აღნიშნული კორპუსის გარკვეული ნაწილი სპეცრაზმის წარმომადგენლებს უკავიათ, გავრცელებულ კადრებში ჩანან სპეცრაზმელები. სპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია