შოტლანდიის საავადმყოფოში დამლაგებლებს რობოტები შეცვლიან

შოტლანდიის საავადმყოფოში დამლაგებლებს რობოტები შეცვლიან

შოტლანდიის საავადმყოფოში სანიტარულ პერსონალს რობოტ-დამლაგებლებით შეცვლიან. ქალაქ ლარბერის საავადმყოფოს Forth Valley ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ რობოტები კარგად გაართმევენ თავს უამრავ საქმეს, მათ შორის ნარჩენების გატანას, საოპერაციოების დალაგებასა და პაციენტებისთვის საკვებისა და წამლების მიწოდებას.

რობოტების მოხერხებულად გადაადგილებისთვის შენობის სარდაფში სპეციალური გვირაბების ქსელი გაკეთდება. ორიენტაციასა და გზად შემხვედრი დაბრკოლებების გვერდის ავლას ისინი სენსორების მეშვეობით მოახერხებენ, მათ დასაქმებას კი საავადმყოფოს პერსონალი პულტებით განახორციელებს. 

მომზადებულია medportal.ru-ს მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი