"გასაჩეხად ამზადებენ ბუნებას, მალე უდაბნოში ვიცხოვრებთ!"

"გასაჩეხად ამზადებენ ბუნებას, მალე უდაბნოში ვიცხოვრებთ!"

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შემოღობილი ფართობის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ბუნების მტრები ხეების გაჩეხვისთვის ემზადებიან.

"გააზიარეთ, გააზიარეთ, გააზიარეთ!

ეს გახლავთ კუს ტბის ასასვლელში, "ციყვებში" აშენებული კლუბის მოპირდაპირე ტერიტორია. ბუნების გამჩანაგებლები უკვე გზის მეორე მხარეს, ფერდობის სიღრმეში გადავიდნენ და უკანონოდ შემოღობეს დაახლოებით 2, 000 (ორი ათასი) კბ. მ. ტერიტორია, სარგებლობენ წინასაარჩევნო ცხელებით და გასაჩეხად ამზადებენ ბუნებას. საით იყურება ხელისუფლება???

დანარჩენი ჩვენს რეაქციაზეა დამოკიდებული: თუ გავჩუმდებით ახლაც, მალე უდაბნოში ვიცხოვრებთ!

ეს თბილისის ტერიტორიაა, სარეკრეაციო ზონა, რომელიც ვერავის საკუთრებაში ვერ იქნება! თუ რამე მახინაციას არ აქვს ადგილი...", - წერს გამსახურდია.

გამსახურდიამ "ფეისბუქით" მიმართა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას. შემდეგ კი წერს, რომ მერობის კანდიდატი ვითარებაში გარკვევას და დახმარებას დაპირდა.

"ახლა დავუკავშირდი დავით ნარმანიას და მან თქვა, რომ ნახავს და ყველაფერს გააკეთებს. ვნახოთ, იმედია...", - წერს გამსახურდია.

იხილეთ ასევე: ხმაურიანი საპროტესტო აქცია-კონცერტი მერიასთან ვაკის პარკის გადასარჩენად (+ფოტორეპორტაჟი)

ვაკის პარკის ნაწილს გაჩეხვა ემუქრება - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე ნარგავების ნაცვლად

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს