პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აბულაძის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, აბულაძეს თავდაპირველად ბორჯომსა და თბილისში ორი პოლიციელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, თუმცა ბორჯომის ეპიზოდში ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და მკვლელობის მცდელობა დაედო ბრალად.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, აბულაძეს უვადო პატიმრობა თბილისში, პოლიციელის ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით მიესაჯა. ასევე აბულაძეს ბრალად დაედო 4 პოლიციელის მკვლელობის მცდელობა. ადვოკატი განაჩენს ვენდეტას უწოდებს.

მისი თქმით, აბულაძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა და მის მიმართ, შურისძიება განხორციელდა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ადვოკატის ინფორმაციით, არც თვითონ და არც უკვე მსჯავრდებული აბულაძე არ დასწრებიან სასამართლო პროცესს. "განხილვები 1 თვის წინ, უსამართლობის გამო, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ და საქმეში ჩართეს სახაზინო ადვოკატი. ეს არის უპრეცენდენტო განაჩენი. 1 ადამიანის მკვლელობის გამო, სამუდამო პატიმრობის მისჯის მეორე მაგალითი არ არსებობს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. მისი ინფორმაციით, უვადო პატიმრობის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას შალვა აბულაძეს ხვალ გააცნობს სასჯელარსრულების #7 დაწესებულებაში.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ჯერ უცნობია, გასაჩივრდება თუ არა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე დაგაინტერესებთ:

სპეცოპერაციის უცნობი დეტალები: მოხდა თუ არა სროლა აბულაძის დაკავებისას და რითი იყო შეიარაღებული საშიში დამნაშავე

შალვა აბულაძის უცნაური ცხოვრების დეტალები, რას ჰყვება პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის და

"გავიგე სროლა და ბექას ყვირილი, დაჭრილი ვარო" - სიკვდილს გადარჩენილი პოლიციელები ტრაგედიის დეტალებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ