მაგდა პაპიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს

მაგდა პაპიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს

შვილისა და მეუღლის მკვლელობისთვის ბრლადებული მაგდა პაპიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლო დღეს, 17:00 საათზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, პროკურატურა პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატი კი აცხადებს, რომ მოითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დარბაზიდან გათავისუფლებას. ხათუნა ჩხაიძის ინფორმაციით, მაგდა პაპიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მეუღლე და შვილი მას არ მოუკლავს.

მაგდა პაპიძეს ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ წარუდგინეს. მას ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის გათვალისწინებული.

ასევე წაიკითხეთ:

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლეა

მაგდა პაპიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ელის

"ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა" - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ