"დედა შაერთოს ცოლად ქართველებო, ვინც შემოდგომაზე ნაცმოძრაობას ხმა მისცეს" - "ოცნების" დეპუტატი

"დედა შაერთოს ცოლად ქართველებო, ვინც შემოდგომაზე ნაცმოძრაობას ხმა მისცეს" - "ოცნების" დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი მერაბ კაჭახიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც ბოტანიკური ბაღის დირექტორის მიერ ხელმოწერილი წერილით, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბაღს 4 ჰექტარი წაართვა.

კაჭახიძე ოპონენტს ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში: "ნიკანორ მელია კი არა, ღორო ღორიშვილია ამ არსების სახელი და გვარი. ოც მილიონზე მეტი აქვს ბიძინა ივანიშვილს დახარჯული თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღების გადასარჩენად. პ.ს. ვიღაც ყბადაღებულ კოჰაბიტაციას წამომაძახებს ალბათ. რა ვქნა, რა გავაკეთო... "დედა შაერთოს ცოლადა" ქართველებო, ვინც შემოდგომაზე ნაც. მოძრაობას ხმა მისცეს, რომ ამ ნამუსგარეცხილების პარპაშს წერტილი დაესვას!".

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბაღს 4 ჰექტარი "ბიძინა ივანიშვილმა წაართვა". თავის მხრივ, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი "ტყუილს" უწოდებს ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და განმარტავს, რომ ადგილი აქვს იგივე კამპანიას, რასაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში ჰქონდა.

"ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შემოთავაზება, გაცვლიდა თუ არა ფართის უცვლელად ტერიტორიას სხვა, ალტერნატიულ ტერიტორიაზე. ჩვენ ვიმჯელეთ 2 თვე სპეციალისტებთან ერთად და მივიჩნიეთ, რომ ტერიტორია, რომელიც შესაძლოა შემოსულიყო ჩვენს შემადგენლობაში, იყო გაცილებით უკეთესი და სასარგებლო ბოტანიკური ბაღისთვის, ვიდრე ის რაც გვქონდა. ბუნებრივია, ჩვენ გავცვალეთ ტერიტორიები", - განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა.

წაიკითხეთ: "ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაგარჩენს" - "ნაციონალების" ბრალდებები და მერიის პასუხი ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს