"გუგლმა" და "ფეისბუქმა" თქვენზე ყველაფერი იციან - ინახავენ ინფორმაციასაც, რომელიც წაშალეთ

"გუგლმა" და "ფეისბუქმა" თქვენზე ყველაფერი იციან - ინახავენ ინფორმაციასაც, რომელიც წაშალეთ

თუ გგონიათ, რომ თქვენი პირადი ცხოვრება სხვებისგან დაცულია, ძალიან ცდებით. „ფეისბუქსა“ და „გუგლს“ თქვენზე აქვთ ინფორმაცია, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ.

"გარდიანი" გთავაზობთ ინსტრუქციას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ნახოთ, რა ინფორმაცია ინახება თქვენს შესახებ.

"გუგლმა" იცის, სად ხართ ნამყოფი

"გუგლი" ინახავს ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ (თუ ჩართული გაქვთ ლოკაციის მაჩვენებელი) ყოველ ჯერზე, როდესაც ტელეფონს ჩართავთ. შეგიძლიათ, ნახოთ ყველა ადგილი, სადაც კი ოდესმე ყოფილხართ მას შემდეგ, რაც ტელეფონზე „გუგლის“ გამოყენება დაიწყეთ.

ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე : google.com/maps/timeline?…

"გუგლმა" იცის ყველაფერი, რაც ოდესმე მოგიძებნიათ, ან - წაგიშლიათ

გუგლი ინახავს ძებნის ისტორიას, შენახულია ყველაფერი რაც ოდესმე ნებისმიერი მოწყობილობიდან მოგიძებნიათ. მონაცემები ინახება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ მას ისტორიიდან წაშლით, ინფორმაცია, შესაძლოა, სხვა მოწყობილობებზე შეინახოს.

საკუთარი მონაცემების სანახავად გადადით ბმულზე : myactivity.google.com/myactivity

"გუგლმა" იცის ყველა აპლიკაციის შესახებ, რომელსაც ხმარობთ

"გუგლი" ინახავს ინფორმაციას ყველა აპლიკაციის შესახებ, რასაც ხმარობთ. იციან, რამდენად ხშირად იყენებთ მათ, ვისთან სასაუბროდ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ იციან, ვის ესაუბრებით "ფეისბუქზე", რომელ ქვეყანაში იმყოფება ადამიანი, რომელსაც ელაპარაკებით, რომელ საათზე მიდიხართ დასაძინებლად. აღნიშნული ინფორმაცია ნახეთ ბმულზე : security.google.com/settings/secur…

ასევე დაგაინტერესებთ: "გუგლი" თქვენს ყველა საუბარს ჩუმად იწერს - აი, როგორ უნდა მოუსმინოთ და წაშალოთ ისინი

"გუგლი" ინახავს თქვენს "იუთუბის" ისტორიას

"გუგლს" შენახული აქვს ყველაფერი, რაც კი ოდესმე „იუთუბზე“ გინახავთ, შესაბამისად, შესაძლოა, იცოდნენ თუ შვილს ელოდებით უახლოეს მომავალში, თუ კონსერვატორი ხართ, ქრისტიანი, იუდეველი, მუსულმანი, თუ დეპრესია გაქვთ, ან ანორექსია - „გუგლმა“ ყველაფერი იცის. ნახეთ ინფორმაცია აქ youtube.com/feed/history/s…

მონაცემები, რომელიც "გუგლს" აქვთ თქვენზე, მილიონობით "ვორდის" დოკუმენტს შეავსებს

თქვენ შეგიძლიათ, გადმოწეროთ მთელი ინფორმაცია, რასაც "გუგლი" თქვენზე ინახავთ. ფაილის ზომა 5.5 გბ-ა.

ინფორმაცია მოიცავს თქვენს ელექტრონულ წერილებს, კონტაქტებს, "გუგლ დრაივზე" შენახულ მასალას, „იუთუბის" ვიდეოებს, ფოტოებს, რომელიც ტელეფონით გადაიღეთ და ა.შ.

მათ აქვთ ინფორმაცია თქვენი კალენდრის, ადგილმდებარეობის შესახებ, რა მუსიკას უსმენთ, რა წიგნებს კითხულობთ, იციან ვებგვერდები, რომელიც შექმენით, ტელეფონები, რომელიც გქონიათ, საიტები, რომელიც გაგიზიარებიათ, დღეში რამდენ ნაბიჯს დგამთ და ა.შ.

ნახეთ ინფორმაცია აქ google.com/takeout

"ფეისბუქი" ინახავს ყველაფერს - თქვენ მიერ გამოყენებულ სტიკერებსაც კი

"ფეისბუქი" ინახავს ცნობებს, რაც, შესაძლოა, გაინტერესებდეთ - თქვენი მოწონებების გათვალისწინებით.

ამასთან, სოციალურ ქსელს შენახული აქვს სტიკერებიც კი, რომელიც ოდესმე ვინმესთვის გაგიგზავნიათ. აქვთ ინფორმაცია აპლიკაციების შესახებ, სადაც "ფეისბუქით" დარეგისტრირებულხართ. მარტივად დასადგენია, დაინტერესებული ხართ თუ არა პოლიტიკით, ვებდიზაინით, რა პერიოდში იყავით მარტო, როდის დარეგისტრირდით "ტინდერზე", რომელ ტელეფონს ხმარობდით ნოემბერში.

აქვთ წვდომა თქვენს ვებკამერასთან და მიკროფონთან

ინფორმაცია, რასაც თქვენ შესახებ აგროვებენ, მოიცავს თქვენს აპლიკაციებს, როდის იყენებთ მათ, აქვთ წვდომა ვებკამერასთან და მიკროფონთან, ელექტრონულ წერილებთან, მიღებულ და გაგზავნილ მესიჯებთან, ზარების ისტორიასთან, თანაშებთან, რაც ოდესმე გითამაშიათ და ა.შ.

"გუგლს" აქვს ინფორმაცია, რაც წაშალეთ.

"გუგლ დრაივზე" ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც ინახება, თუ მას წაშლით.

ნახეთ, ასევე : რა იცის "ფეისბუქმა" თქვენს შესახებ - შეგიძლიათ, ინფორმაცია ახლავე ნახოთ

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი