ნინო გიორგობიანი - მიხეილ ხიდაშელს სუს-ში არასოდეს უმუშავია

ნინო გიორგობიანი - მიხეილ ხიდაშელს სუს-ში არასოდეს უმუშავია

სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, მიხეილ ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია. ამის შესახებ გიორგობიანი "ფეისბუქზე" წერს.

"ცნობისთვის: მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია. არც ვატო ლებანიძე არ არის სუს-ის თანამშრომელი. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია, სანამ გაავრცელებთ" - წერს ნინო გიორგობიანი.

ზვიად კუპრავამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ მას მიხეილ ხიდაშელმა, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია, აქციაზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"მე ვთხოვ გახარიას, რომ დაიბაროს დაუყოვნებლივ დაკითხვაზე ხიდაშელის ძმა, რადგან ამ პიროვნებას პროვოკაციებთან დაკავშირებით აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაციები პროვოკაციებთან დაკავშირებით" - განაცხადა კუპრავამ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მიხეილ ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული.

წაიკითხეთ: "სხვადასხვა მიზეზების გამო, მასთან ურთიერთობა არ მაქვს" - ხიდაშელი მის ძმაზე გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქზე" ეხმაურება