თინა ხიდაშელის ძმა შსს-ში დაიბარეს

თინა ხიდაშელის ძმა შსს-ში დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ინფორმაცია Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული.

უწყებაში მიხეილ ხიდაშელის დაბარების მიზეზი ზვიად კუპრავას მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით, მას მიხეილ ხიდაშელმა, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია, მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"მე ვთხოვ გახარიას, რომ დაიბაროს დაუყოვნებლივ დაკითხვაზე ხიდაშელის ძმა, რადგან ამ პიროვნებას პროვოკაციებთან დაკავშირებით აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაციები" - განაცხადა კუპრავამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს