ავტორი:

"მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ არა... ვურჩევ ეყოს კაცობა, მოითხოვოს სასჯელი - ეს იქნება მისი მონანიება" - რას წერს ბრმა ტყვიით მოკლული ქალის სიძე

"მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ არა... ვურჩევ ეყოს კაცობა, მოითხოვოს სასჯელი - ეს იქნება მისი მონანიება" - რას წერს ბრმა ტყვიით მოკლული ქალის სიძე

მომღერალ თიკა მახალდიანის მეუღლე, თემურ პირველაშვილი მათ ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც მომღერლის დედა, თამარ ანთელავა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, "ფეისბუქზე" ეხმაურება. პირველაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს და თავად ბრალდებულს მიმართავს:

"არ მჩვევია სტატუსების დაწერა, უბრალოდ, გამწარებული ოჯახი ვართ, იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო.

მომხდარი ფაქტი, რაც მოხდა ყველამ კარგათ ვიცით. ოჯახი განადგურებულია, საოცარი ადამინი მოგვიკლეს, საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი, ყველასგან გამორჩეული ურთიერთობით და სიყვარულით. მინდა მივმართავ თხოვნით შსს ორგანოებს - გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება, მაქსიმალურად შეაფასონ და სწორი და სამართლიანი მიმართულება მისცენ ამ მომხდარ ფაქტს.

ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა, იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზრდილ ბავშვზე და გარეთ არ გამოდიოდა და ვიღაც ვაჟკაცის ქეიფს და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა. ყოველი დილა ვიდეო ზარით მეწყებოდა, ბებია და შვილიშვილის ერთ სათიან საუბრით და ერთმანეთის მოფერების. ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს, რა ვუთხრა? ხან რას ვიგონებ, ხან რას. ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს, ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემ ოჯახში ხდება.

მინდა მივმართო იმ საცოდავს, მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ, გაიაზროს, რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი. ეს იქნება მისი მონანიება. თუ შინაპატიმრობა უნდა და ურჩევნია გააკეთოს პირადად, ჩემთვის უკეთესია, უფრო ადვილად მივწვდები, თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში.

ჩვენი ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ, ველოდებით გამოძიებას. და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ", - წერს გარდაცვლილის სიძე.

შეგახსენებთ, 19 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, სოსო გაბრიაძემ ნასვამ მდგომარეობაში, უმისამართოდ გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები 50 წლის თამარ ანთელავა იმსხვერპლა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ 116-ე მუხლით, რაც გულისხობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. გაბრიაძეს შინაპატიმრობა ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

"თავისით გამოისახა ჯვარიც და ზეთი წამოვიდა..." - რა მოხდა თიკა მახალდიანის სახლში დედის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

"ასე ვამარცხებთ COVID-19-ს..." - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წვიმს