ავტორი:

"იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია... ალბათ, მთვრალმა ისროლა" - არსებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს

"იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია... ალბათ, მთვრალმა ისროლა" - არსებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს

ვაჟა-ფშაველაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, 50 წლის თამუნა ანთელავა ემსხვერპლა. ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა რა დროსაც ბრმა ტყვია თავის არეში მოხვდა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გასროლა "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან მოხდა. გარდაცვლილის სიძის, თემო პირველაშვილის თქმით, ტყვია აივნიდან შევარდა სახლში და "ზალაში" მჯდარ ქალს მოხვდა. შემთხვევას შეესწრნენ ქალის მეუღლე, შვილი და დედა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"დაკავებულია ვიღაც, შორიდან მოხდა გასროლა ნახევარი კილომეტრიდან, როგორც ვიცით. ადამიანი იჯდა სახლში, ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია, ალბათ, მთვრალმა გაისროლა. გვითხრეს რომ 550 მეტრიდან გაისროლესო "მაკაროვიდან", ნუცუბიძის ქუჩიდან" - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

VIDEO: ვინ იყო ქალი, რომელიც გასროლილმა ტყვიამ საკუთარ სახლში იმსხვერპლა და რას წერს ტრაგედიის შესახებ ნიკა მელია

მომხდარზე საქმე ორი მუხლით არის აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

ჰყავს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარ ფაქტზე დაკავებული პირი, უწყებაში არ აკონკრეტებენ.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

კრიმინალური ფაქტი ყინწვისის მამათა მონასტერში - წინამძღვარმა არქიმანდრიტი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

"მეზობელი ამბობს, მასზე ამას ვერ წარმოვიდგენდი, ლიფტში შესვლის და გამოსვლის წინ პირჯვარს იწერდაო" - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი